19/03/2026
💔
თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალებას.
თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.
ილია მეორის სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე