იურიდიულ საკითხთა კომიტეტი / Legal Issues Committee

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი / Legal Issues Committee

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი / Legal Issues Committee საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

📌საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა 2026 წლი...
24/06/2026

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა 2026 წლის 24 ივნისის ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ წარადგინა.

📣„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/parlamentis-komitetebma-ertobliv-skhdomaze-sakartvelos-prokuraturis-mier-2025-tsels-gatseuli-sakmianobis-shesakheb-angarishi-moismines

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით რამ...
24/06/2026

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა და პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას მხარი დაუჭირა.

🔷კანონპროექტით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებები ხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის რეგულირების მიმართულებით.

🔷კანონპროექტით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ზუსტდება საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები.

🔷საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-dachkarebuli-tsesit-ramdenime-kanonproekti-ganikhila

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 22 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით ...
22/06/2026

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 22 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან და მხარი დაუჭირა.

🔷შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით დაიხვეწება და გაფართოვდება საქართველოს ვიზის გაცემის, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთანავე, დაზუსტდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ერთიანი სტანდარტი.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-shesakheb-kanonshi-tsvlilebas-mkhari-dauchira-1

📌 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება და მხარი დაუჭირა.

🔷 კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ზუსტდება სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ცალკეული საკითხები.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sakartvelos-finansta-saministros-sagamodziebo-samsakhuris-shesakheb-kanonshi-tsvlilebas-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

📌 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

🔷 შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული რეგულაციების დახვეწას. კერძოდ, შემსუბუქდება სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სანქციები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩადენილი სამართალდარღვევისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობა.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-mkhari-dauchira-tsvlilebebs-romelits-modzraobis-dadgenili-sichkaris-gadacharbebistvis-gansazghvruli-jarimebis-shemtsirebas-sheekheba-1

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონ...
10/06/2026

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 10 ივნისის სხდომაზე „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

🔷 კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

📣 „დღევანდელი სტრუქტურით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე და ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული - პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნულმა დეპარტამენტმა და მოადგილემ უნდა უზრუნველყონ საპარლამენტო მდივნის საქმიანობა. როდესაც დეპარტამენტი სრულფასოვნად არის დაკომპლექტებული და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს როგორც პარლამენტთან, ასევე პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დამატებითი რესურსის ან დამატებით საშტატო ერთეულის საჭიროება აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსისა და ხარჯების დაზღვევის თვალსაზრისით, მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-saparlamento-mdivnis-shesakheb-kanonshi-tsvlilebas-meore-mosmenit-mkhari-dauchira

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდე...
05/06/2026

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

🔷 წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობის გავრცელებას შესაბამისი თანამდებობის პირების მოადგილეებზე, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დასაშვები რიცხოვნობის ზღვრის იმგვარად განსაზღვრას, რომ იგი მოქმედი 10%- იანი ზღვრის ნაცვლად, არ აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს.

📌 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამავე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

🔷 შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დაიხვეწება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე გავრცელებით, კანონმდებლობა სათანადოდ უპასუხებს შესაძლო გამოწვევებს.

📌 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

🔷 კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sakartvelos-mtavrobis-saparlamento-mdivnis-moadgilis-tanamdebobis-gaukmebas-mkhari-dauchira

📌 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

🔷 წარმოდგენილი კანონპროექტით უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის მომწესრიგებელი ნორმა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, საქმეზე: საქმეზე „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ N2/3/1395.

📌 ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

🔷 წარმოდგენილი კანონპროექტით ნოტარიუსის თანამდებობაზე დასაკავებელი წინაპირობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილებასთან, საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

📌 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ...
05/06/2026

📌 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 5 ივნისის ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.

👉 მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის, საქმის წარმოების კუთხით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 225 საქმეა მიმდინარე, რაც კარგი მაჩვენებელია.

👉 ბექა ძამაშვილის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას, შარშან საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მაჩვენებლით, ევროპის 29 სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია.

🔗 ვრცლად: https://parliament.ge/media/news/parlamentis-komitetebma-ertobliv-skhdomaze-adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-mier-sakartvelos-mimart-gamotanili-gadatsqvetilebebis-ganchinebebis-aghsrulebis-mdgomareobis

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე ...
28/05/2026

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

👉მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტით იცვლება და ზუსტდება პენიტენციური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული რეგულაციები, მათ შორის, აღმოიფხვრება ამავე კოდექსის სხვა ნორმებთან მიმართებით არსებული ცალკეული ხარვეზები და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გასწორდება ცალკეულ ნორმათა რედაქციები.

🔗 ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-penitentsiur-kodeksshi-tsvlileba-meore-mosmenit-ganikhila

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 27 მაისის სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება...
27/05/2026

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 27 მაისის სხდომაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

👉 მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას იძლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ პირებს, რომელთა ქმედებამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესი დაარღვია და შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა ან სახელმწიფო ქონებისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენება გამოიწვია.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-siskhlis-samartlis-kodeksshi-tsvlilebas-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 25 მაისის სხდომაზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურ...
25/05/2026

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 25 მაისის სხდომაზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

👉მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილისთვის შესაძლებლობის შექმნა, რომლის თანახმად, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათზე გაიცემა სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sajaro-datsesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb-kanonshi-tsvlilebas-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

📌იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამავე სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები, რომლებიც დაკავშირებულია „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის 2001 წლის კონვენციის მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვასთან.

📌იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

👉მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება და არა „პენიტენციური კოდექსით". ასევე, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, ნაცვლად, იუსტიციის მინისტრისა.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-penitentsiur-kodeksshi-tsvlilebas-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

📌საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ხორციელდება გარემოსდაცვით სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.

📌იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

👉კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში”.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sakartvelos-samokalako-kodeksshi-tsvlilebas-mkhari-dauchira

📌პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

👉წარმოდგენილი კანონპროექტით ნოტარიუსის თანამდებობაზე დასაკავებელი წინაპირობების მომწესრიგებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/4/1532 გადაწყვეტილებასთან, საქმეზე „გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-notariatis-shesakheb-kanonshi-tsvlilebas-mkhari-dauchira

📌იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც კოდექსის 143 (9 პრიმა) მუხლის (ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება) მე-7 ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა.

👉ცვლილების თანახმად, პროკურორი არ იქნება ვალდებული, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 (9 პრიმა) მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.

🔗ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sakartvelos-siskhlis-samartlis-saprotseso-kodeksshi-tsvlilebas-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

📌 საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 29 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით გ...
29/04/2026

📌 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2026 წლის 29 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება და მხარი დაუჭირა.

👉კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

👉კანონპროექტის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს.

🔗 ვრცლად: https://parliament.ge/media/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-sakartvelos-mtavrobis-strukturis-uflebamosilebisa-da-sakmianobis-tsesis-shesakheb-kanonshi-tsvlileba-meore-mosmenit-ganikhila

Address

რუსთაველის გამზ. 8, თბილისი, Rustaveli Avenue 8
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30

Telephone

+995322281502

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიულ საკითხთა კომიტეტი / Legal Issues Committee posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იურიდიულ საკითხთა კომიტეტი / Legal Issues Committee:

Shortcuts

Share