სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

ცხელი ხაზი - 1500

მსჯავრდებულ ზვიად რატიანს  საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წ...
24/04/2026

მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.

საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი  საქართველოს ადვ...
17/04/2026

პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ და არსებული თანამშრომლობის შედეგებზე, მისი შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობებზე, ასევე სამომავლო ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის ადვოკატთან დროული და სრულფასოვანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა ირაკლი ყანდაშვილს ადგილზე დაათვალიერებინეს ადვოკატებისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცე და განიხილეს ის პირობები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში მათ საქმიანობას უკავშირდება.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. აღნიშნული პარტნიორობა დადებითად აისახება როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისე ადვოკატების პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე.

უწყებებს შორის განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში გაუმჯობესებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გარემო, რაც უზრუნველყოფს უფრო ორგანიზებულ, უსაფრთხო და ეფექტიან სამუშაო პირობებს როგორც ადვოკატებისთვის, ისე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების პრაქტიკაში რეალიზებისთვის.

შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის კომუნიკაციის მექანიზმების დახვეწა, ადვოკატებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმების განვითარება.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

13/04/2026
12/04/2026

,,აღდგომა ციხეში"- ტელეკომპანია ,,რუსთავი - 2" ,,კურიერი P.S" - ის სიუჟეტი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სპ...
09/04/2026

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საქმიანობასა და საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია წარადგინა.

ვრცლად: https://tinyurl.com/3259tw4w

08/04/2026

„ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2026 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, როდესაც პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციასა და მსჯავრდებულებს შორის არის დადებითი ურთიერთობა. ჩვენთვის საამაყოა, რომ ის ვითარება, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღეს აღარ არის და ეს სისტემური პრობლემა დაძლეულია”.

იუსტიციის მინისტრი
პაატა სალია

08/04/2026

Address

18, Zurab Anjaparidze Str
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia:

Share