თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums

თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums The Union of Tbilisi Municipal Museums” was founded on July 29, 2016. It unites 9 independent museums in a single institution.

Most of the museums have operated for many years and protected Georgian cultural and historical heritage. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 29 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით (30.02.651) დაარსდა და წარმოადგენს 9 დამოუკიდებელი მუნიციპალური მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია იცავენ და პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აერთიანებს:
✔ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
✔თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
✔ თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი
✔ თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი

მისია და საქმიანობა:
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქტიურად მუშაობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებებით და ახორციელებს მუზეუმების ინფრასტრუქტურულ განახლებასა და რეაბილიტაციას. ორგანიზაციის მისიაა მუზეუმების ტრადიციული ფუნქციის შენარჩუნება და მათი ტრანსფორმაცია თანამედროვე საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სივრცეებად, სადაც გამორჩეული კულტურული პროგრამები, ინტერაქტიული გამოფენები და საგანმანათლებლო ინიციატივები ხორციელდება.
გაერთიანება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მოიცავს ლექციებს, ვორქშოპებს, საზოგადოებრივ დისკუსიებსა და ინკლუზიურ პროექტებს, რათა მუზეუმი გახდეს ყველა თაობისა და სოციალური ჯგუფისთვის ღია და საინტერესო სივრცე.

პრიზები და საერთაშორისო აღიარება:
2023 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მოიპოვა ევროპის მუზეუმების ფორუმის (EMYA 2023) და ევროპის მუზეუმების აკადემიის (EMA 2023) სპეციალური აღნიშვნის პრიზები. ეს აღიარება მიანიშნებს გაერთიანების კრეატიულ და ინოვაციურ მიდგომებზე მუზეუმის ინტერპრეტაციის, ცოდნის გავრცელებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

1872 წლის 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დუშეთში ქმნის ცნობილ პატრიოტულ  ლექსს  „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელიც პირველად მხ...
15/09/2026

1872 წლის 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე დუშეთში ქმნის ცნობილ პატრიოტულ ლექსს „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელიც პირველად მხოლოდ 1880 წელს დაიბეჭდა საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალ „ივერიაში“. მიუხედავად იმისა, რომ ლექსი 8 წლის შემდეგ დაიბეჭდა, საზოგადოებაში შექმნისთანავე ფართოდ გავრცელდა. ასე მაგალითად ცნობილია, რომ 1873 წელს პარიზში გამომავალ ქართულ გაზეთს „დროშა“ ნიკო ნიკოლაძემ დევიზად დააწერა სწორედ ილიას ამ ლექსის სიტყვები - „თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.

ილია ჭავჭავაძის ეროვნული სულისკვეთებით სავსე ლექსზე რევაზ ლაღიძემ შექმნა მუსიკა, რომელიც ქართული საშემსრულებლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

#ილიაჭავჭავაძე #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტ. 30 აგვისტოს) მოკლეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გამოჩენილი საზოგადო და...
12/09/2026

1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტ. 30 აგვისტოს) მოკლეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი და დრამატურგი, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი - ილია ჭავჭავაძე.

მკვლელობა მოხდა საგურამოსთან ახლოს, წიწამურში. მკვლელებმა, სიცოცხლეს გამოასალმეს, პატარაობიდანვე ილიასთან გაზრდილი მსახური, იაკობ ბითარიშვილი, დაჭრეს და დაასახიჩრეს ილიას ერთგული მეუღლე ოლღა გურამიშვილი.

პირველი ცნობა გაზეთ „ისარში“ გამოქვეყნდა, რომელმაც მკვლელობის ამბავი, ჯერ თბილისს, შემდეგ კი მთელ საქართველოს ამცნო: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“.

#ილიაჭავჭავაძე #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

1936 წლის 11 ნოემბერს ოლია ოკუჯავა მეორედ გადაასახლეს ჯერ იაროსლავში, შემდეგ ვლადიმირში. 1941 წლის 11 სექტემბერს კი სხვა...
11/09/2026

1936 წლის 11 ნოემბერს ოლია ოკუჯავა მეორედ გადაასახლეს ჯერ იაროსლავში, შემდეგ ვლადიმირში. 1941 წლის 11 სექტემბერს კი სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად რუსეთში, ქალაქ ორიოლის მახლობლად დახვრიტეს.

„იცოცხლე ძვირფასო გალაკტიონ!
ვკოცნი ძვირფას ელვარე და დაუდგრომელ მეგობრებს - შენს ლექსებს და მათ შემოქმედს. როგორც ხედავ, ვცოცხლობ და არ ვაპირებ სიკვდილს. ეხ, როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც გადავიქცე ჩიტად, რომ ფრთების ძლიერი მოქნევით უეცრად აღმოვჩნდე სახლში, თუგინდ მხოლოდ ფარდის იქედან შემოგხედოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს საქმეს განიხილავენ და ისევ სახლში ვიქნები. რა თქმა უნდა, შენგან პასუხი არ მომდის, მაგრამ არ გსაყვედურობ. მე თვითონ მსურს გწერო, გწერ და მოგწერ კიდეც ყოველთვის...“

1938 წ. 20 დეკემბერი.

გალაკტიონ ტაბიძე და ოლია ოკუჯავა, წაღვერი, 1933 წელი. (ფოტო გადაღებულია ოლია ოკუჯავას პირველი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ).

#წერილებიგადასახლებიდან #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

ძველი თბილისური აივანი, საკერავი მანქანა და ოჯახური სიმყუდროვე ამ უნიკალურ საარქივო ფოტოზე ზაქარია ფალიაშვილის ოჯახის ყო...
10/09/2026

ძველი თბილისური აივანი, საკერავი მანქანა და ოჯახური სიმყუდროვე ამ უნიკალურ საარქივო ფოტოზე ზაქარია ფალიაშვილის ოჯახის ყოველდღიურ ყოფას აცოცხლებს.

ფოტოზე აღბეჭდილი არიან კომპოზიტორის დედა - მარიამ მესარქიშვილი, უმცროსი ძმები - ლევანი და ნიკოლოზი, დები - ჟანა, თეკლე და ანა, ასევე უფროსი ძმის, ივანე ფალიაშვილის მეუღლე - ლიდია. კადრი 1904 წელსაა გადაღებული, იმ პერიოდში, როდესაც ზაქარია ფალიაშვილი მოსკოვის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ უკვე თბილისში იყო დაბრუნებული და აქტიურ შემოქმედებით და საზოგადოებრივ საქმიანობას იწყებდა. ერთი ოჯახური ფოტო არა მხოლოდ ფალიაშვილების პირად ისტორიას, არამედ XX საუკუნის დასაწყისის თბილისური ყოფის, ოჯახური გარემოსა და ეპოქის განწყობასაც გვინახავს.

ფოტო დაცულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.

#ფოტოისტორია #ზაქარიაფალიაშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

„გამარჯობა თამარ !როგორც იქნა გიხილეს ჩემმა თვალებმა. მძაფრად განვიცადე ჩვენი პირველი, თითქმის ანაზდეული შეხვედრა. ჩემს ...
07/09/2026

„გამარჯობა თამარ !

როგორც იქნა გიხილეს ჩემმა თვალებმა. მძაფრად განვიცადე ჩვენი პირველი, თითქმის ანაზდეული შეხვედრა. ჩემს წინაშე იდექი მშვენიერი, სათნო ბავშვი. შენი რეალური ხატება თითქმის მთლიანად მოერგო შენს წინახატს ჩემს წარმოდგენაში. და მაინც, გიმზერდი, როგორც გამოცანას. მწადდა დამენახა შენი არსება მთლიანობაში, შენი სული და ბუნება ახლანდელიც და სამერმისოც. ასე მეწადა, რადგან მსურს რომ იყო ყველაზე კეთილი, ყველაზე სათნო, პირდაპირი და სიმართლისმოყვარე, უშიშარი და გონიერი, უზენაესი მშვენებით გარემოსილი, რადგან მხოლოდ ის სილამაზეა ჭეშმარიტი, რომლის წიაღიდან ასხივებენ სიკეთე, სიწრფოება და უმანკოება.

შენი მერაბი, მამაშენი"

მერაბ კოსტავას წერილი ქალიშვილისადმი,1987 წელი.

#მერაბკოსტავა #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით იონა მეუნარგიამ შექმნა პოეტის სახე პოეზიის მიღმა: „ბარათაშვილი გ...
05/09/2026

ნიკოლოზ ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით იონა მეუნარგიამ შექმნა პოეტის სახე პოეზიის მიღმა:

„ბარათაშვილი გაერთო ამ სოფლის ამაოებას: არც ერთი ქორწილი, ღამისთევა, ყრილობა არ იყო ტფილისის ქართველთ საზოგადოებაში, საცა ის არ ყოფილიყო თავ-მომლხენად და შემაქცევრად. ყმაწვილი კაცი, უპირველესი ოჯახის შვილი, მარჯვე, მოსწრებული მოლაპარაკე, მოლექსე, მოლეკურე, მეჩონგურე, მეთარე, ქაღალდის გატაცებით მოთამაშე, ყოველგან მიმსწრობი, ყოველგან შინაური კაცი, ბარათაშვილი შეიქნა საზოგადოების საყვარელ კაცად. საღამო ისე როგორ გაივლიდა, სამ-ოთხ ოჯახს არ სწვეოდა ის, ამბები და ჭორები არ მიეტანა იქ, არ გამოეტანა... ოჯახებში ხშირ-ხშირმა სიარულმა იქამდე მიიყვანა ის, რომ (ვთქვაა?) ორ-სამ ალაგას, იმ ანდაზისა არ იყოს, რომელიც დილის ოქროს საღამოს ვერცხლად ჰხდის, ბარათაშვილს ხანდახან „შინ არ ბრძნდებიან“-საც ეუბნებოდნენ.“

#ნიკოლოზბარათაშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

„...ო, როგორ მიყვარს შემოდგომა! გალ, ყვავილების თაიგული იყიდე და შენ საწერ მაგიდაზე ლარნაკში ჩადე, ჩემი ხსოვნისთვის. სალ...
03/09/2026

„...ო, როგორ მიყვარს შემოდგომა!
გალ, ყვავილების თაიგული იყიდე და შენ საწერ მაგიდაზე ლარნაკში ჩადე, ჩემი ხსოვნისთვის. სალამი და კოცნა შენს წიგნებს, ხელნაწერებს, - უთხარი მათ, რომ მე ისინი ძველებურად მიყვარს და თავს ვევლები, როგორც ყოველთვის.
ჯერჯერობით, ძლიერ, ძლიერ, გეხვევი და გკოცნი.
მარად შენი
ოლია“

1939 წ. 3 სექტემბერი.
ოლია ოკუჯავას წერილი გადასახლების წლებში გალაკტიონისადმი.

ოლია ოკუჯავა,გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატი,1917 წელი.

#წერილები #ოლიაოკუჯავა #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

31/08/2026

📢 თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსულში აწმყოსა და მომავალში) მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის კონცეფციისა და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://tbilisimuseumsunion.ge/2026/07/13/მემკვიდრეობა-და-ტრადიცი/

📢The Union of Tbilisi Municipal Museums invites you to participate in the International Conference: "Heritage and Tradition" (Past in Present and Future).

​visit the link below for the conference concept, participation guidelines and other details

🔗 https://tbilisimuseumsunion.ge/en/2026/07/13/international-conference-heritage-and-tradition-past-in-present-and-future/

1871 წლის 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე დუშეთში წერს პოეტურ შედევრს - „ბედნიერი ერი“, როელშიც დაუნდობლად, დიდი სარკაზმით არ...
29/08/2026

1871 წლის 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე დუშეთში წერს პოეტურ შედევრს - „ბედნიერი ერი“, როელშიც დაუნდობლად, დიდი სარკაზმით არის მხილებული ერის ცხოვრების მანკიერი მხარეები.

„პეტრე! ამ ახლად დაწერილს ლექსებს (იგულისხმება „რა ვაკეთეთ“ ... და „ბედნიერი ერი“) გიგზავნი დასაბეჭდად „კრებულში“. მეშინიან კი, რომ ზოგიერთ ხანას დაუნდობელი მაკრატელი ცენზორისა მოჰხვდება“ - წერდა ილია ჭაჭავაძე თავის მეგობარს პეტრე ნაკაშიძეს.

ცენზურის თვალის ასახვევად ლექსის სათაურის ქვეშ ილიას მიწერილი ჰქონდა: „იტალიანელი პოეტის ჯუსტის მიბაძვა.“

ლექსი გამოქვეყნებისთანავე პოპულარული გახდა. 1871 წლის გაზეთ „დროების“ 39-ე ნომერში სერგეი მესხი აღნიშნავდა: „რამდენი კმაყოფილება და თან მწარე ღიმილი მოგვგვარა ჩვენ ამ მშვენიერმა და გესლიანმა „ბედნიერმა ხალხმაო“ ...
(თავდაპირველად ლექსის სათაური იყო „ბედნიერი ხალხი“).

#ილიაჭავჭავაძე #ბედნიერიერი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება

1903 წლის 24 აგვისტოს დურგალთა ამხანაგობა „შრომამ“ კენჭის ყრით თვიანთ წევრად აირჩია ილია ჭავჭავაძე. კრებას თავჯდომარეობდ...
24/08/2026

1903 წლის 24 აგვისტოს დურგალთა ამხანაგობა „შრომამ“ კენჭის ყრით თვიანთ წევრად აირჩია ილია ჭავჭავაძე. კრებას თავჯდომარეობდა ომან დვალიშვილი, განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხი ხოლო დასასრულს კრება შეუდგა ახალ წევრთა არჩევას - სულ აირჩიეს 7 წევრი. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის მიიჩნევდა, რომ პროფესიული ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ამიტომ ყოველთვის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა მათ ვისაც საქმის კეთება სურდათ.

ერთხელ მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი ესტუმრნენ ილიას საგურამოში ხელოსანთა საზოგადოების წესდების საჩვენებლად - „ილია თანაგრძნობით მიეგება ხელოსანთა საზოგადოების დაარსებას....მშვენიერი აზრია. დროა, კაცო, მოაშოროთ ჩარჩები მუშა-ხელოსანს და მომხმარებელსაც. მხოლოდ ერთირამ არმომწონს თქვენ წესდებაში: აქ სულ ხელოსანთა უფლებაზეა ლაპარაკი, მოვალეობაზე კი არაფერია. სადაც უფლებაა, იქ მოვალეობაც უნდა იყოსო. სათანადო შესწორება იქვე შევიტანეთ წესდებაში და, რამდენიმე საათის შემდეგ, ნასიამოვნები ილიას კარგი მიღებითა და საინტერესო ბაასით, ტფილისში დავბრუნდით“... - იგონებს გიორგი ლასხიშვილი.

#ილიაჭავჭავაძე #თბილისისმუზუემებისგაერთიანება

Address

103 David Agmashenebeli Avenue
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995322305001

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums:

Shortcuts

Share