27/04/2026
🔸 ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერიოდულ შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია:
➡️ კიბერჰიგიენისა და ონლაინ სივრცეში ქცევის წესების შესახებ;
➡️ ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევებისა და მათგან თავდაცვის გზებზე.
🔸 შეხვედრაზე ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესაძლებლობებს:
➡️ სახელმწიფო და კერძო სერვისების დისტანციურად მიღება;
➡️ რას მოიცავს და როგორ მუშაობს პორტალი.
🔸 ამჟამად, my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 400-მდე სერვისი.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მათთვის მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინფორმაციის მიწოდება.
🔸 პროექტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოებისა და პორტალის my.gov.ge შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებებსა და საინფორმაციო კამპანიებს პერმანენტულად განახორციელებს.
🔸 პირველ ეტაპზე პროექტი 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მას პერიოდულად სხვა ახალგაზრდული ცენტრებიც დაემატება.