ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans

ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans "Young Republicans" Movement Youth Movement Of Republican Party Of Georgia - "Young Republicans"

31/12/2017

ახალგაზრდების მიმართვა აფხაზ თანატოლებს

31/12/2017

ახალგაზრდების მიმართვა ოს თანატოლებს

რუსეთი ოკუპანტია!
08/08/2017

რუსეთი ოკუპანტია!

,,რესპუბლიკური პარტიის” წევრი გიორგი ჩუბინიძე facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს: ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ვაპროტესტებთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადმოწევას, მიწების მიტაცებას, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაპატიმრებას ცხინვალის ციხეში, ვაპროტესტებთ პუტინის ჩასვლ...

02/07/2017

ახალგაზრდა რესპუბლიკელები, გუნდი რომელიც ჰქმნის განათლებაზე დაფუძნებულ მყარ მომავალს.
დღეს, ჩვენ 12 წლის გავხდით!

R.I.P
08/04/2017

R.I.P

29/07/2016

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა ,,ახალგაზრდა რესპუბლიკელები"-ს ზუგდიდის ორგანიზაციამ 25, 26, 27 ივლისს ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,პოლიტიკური იდეოლოგიების როლი საზოგადოებაში“ რომლის ფარგლებში საუბარი შეეხო არსებულ პოლიტიკურ იდეოლოგიების ანალიზს, პოლიტიკური იდეოლოგიების როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ფარულ იდეოლოგიებს. მსმენელები ასევე გააეცნენ პოლიტიკური დებატების ტექნიკას და გაიმართა სხვადასხვა ფორმატის დებატები. ტრენინგ-სემინარებს ესწრებოდნენ სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა ნორვეგიის ახალგაზრდა ლიბერალების მოწვევით 16-21 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ლიბერალურ ბანაკში, ...
23/07/2016

ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა ნორვეგიის ახალგაზრდა ლიბერალების მოწვევით 16-21 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ლიბერალურ ბანაკში, სადაც ინფორმაცია მიიღეს ნორვეგიის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის, ნორვეგიისა და ევროკავშირის ურთიერთობის, ბრექსითის, ისლამური სახელმწიფოს საფრთხეებისა და გამოწვევევბის შესახებ და სხვ.
პროგრამაში მონაწილეობას სანდრო სარუხანიშვილი და ნინო ნოღაშვილი იღებდნენ, რომლის განმავლობაშიც გაიმართა სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური შეჯიბრებები. ,,ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობა მიიღო ნინო ნოღაშვილმა.

15/07/2016

ახალგაზრდა რესპუბლიკელები სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო.
ის რაც ნიცაში მოხდა, მხოლოდ ფრანგ ხალხზე თავდასხმა არ არის, ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, თავდასხმა თავისუფალ ადამიანებზე.
ტერორიზმი მსოფლიო ბოროტებად იქცა, რომელიც ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხოს ცივილიზებულმა სამყარომ.

"ახალგაზრდა რესპუბლიკელები" 11 წლისაა!
02/07/2016

"ახალგაზრდა რესპუბლიკელები" 11 წლისაა!

ბოლო გამომსვლელმა, სოფო გუგავამ „ლეიბორისტული პარტიიდან“, ყურადღება გაამახვილა განათლებული საზოგადოების როლზე სახელმწოებ...
02/07/2016

ბოლო გამომსვლელმა, სოფო გუგავამ „ლეიბორისტული პარტიიდან“, ყურადღება გაამახვილა განათლებული საზოგადოების როლზე სახელმწოებრიობის შესანარჩუნებლად.
„გვესაჭიროება განთლებული საზოგადოება, ეს სახელმწიფოებრიობის გარანტია“. მან აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსება. "არსებული ბიუჯეტის 2% რომ გამოიყოს განათლებისთვის, საკმარისი იქნება" - განაცხადა ახალგაზრდა ლეიბორისტმა.
მომხსენებელმა ისაუბრა უნივერსიტეტების მხოლოდ ცენტრში განთავსების პრობლემაზე, რაც რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს დიდ ხარჯებს აწევინებს.
"სახელმწიფოს მიერ სწავლის სრული დაფინანსება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს იქნება ინვესტიცია საქართველოს გადარჩენისთვის".

მეორე პანელის მეოთხე მომხსენებელი ნიკა ობოლაძე იყო „გირჩიდან“. ნიკამ ისაუბრა სკოლებში მიღებული განათლების დაბალ ხარისხზე...
02/07/2016

მეორე პანელის მეოთხე მომხსენებელი ნიკა ობოლაძე იყო „გირჩიდან“. ნიკამ ისაუბრა სკოლებში მიღებული განათლების დაბალ ხარისხზე.

"ჩვენ ვცდილობთ თანამედროვე გამოწვევებს შევეჭიდოთ, რეალურად კი ისევ საბჭოთა სკოლებში ვსწავლობთ" - განაცხადა მან.
მომხსენებელი პრობლემის მოგვარებას აკადემიურთან ერთად ფინანსურ თავისუფლებაში ხედავს;

"დირექტორებს უნდა მიეცეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ რა მეთოდით და რა ასწავლონ მოსწავლეებს; ამასთან, არ შეიძლება ყველა სკოლა ერთი ეროვნული სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდეს" - აცხადებს გამომასვლელი.

ნიკას აზრით, ახალ თაობას უნდა ვასწავლოთ აზროვნება და არა ის, „თუ რამდენ კილოგრამს იწონიდა დავით აღმაშენებლის ხმალი“.

„განათლებისა და განვითარების საზოგადოების“ წარმომადგენელმა, გიორგი დურგლიშვილმა, ისაუბრა განათლების სისტემაში განსახორცი...
02/07/2016

„განათლებისა და განვითარების საზოგადოების“ წარმომადგენელმა, გიორგი დურგლიშვილმა, ისაუბრა განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ის შეეხო სკოლებსა და ბაღებში არსებული სწავლების მეთოდების შეცვლის აუცილებლობას.
ისაუბრა არასტანდარტული თემატური საგანმანათლებლო კლუბების საჭიროებაზე, სადაც ბავშვები მიიღებენ ცოდნას ინტერესიდან გამომდინარე.
გიორგის თქმით, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არაფორმალურ განათლებას.
მომხსენებელმა სასწავლო დაწესებულებების პრივატიზაციაზეც გააკეთა აქცენტი. "ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და ნელ-ნელა გადავიდეთ სწავლების ახალ მოდელზე" - ამბობს ის.

Address

25 Merab Kostava Str
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+995322920634

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans:

Share