United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ოფიციალური გვერდი / Official Page

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს წყლის მოპოვებას, დამუშვებას და მიწოდებას. წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების პროექტირებას, მშენებლობას, ექსპლუატაციასა და ოპერირებას.


კომპანიის მიზანია მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება. კომპანიის ოპერირების არეალში არსებულ ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

ცხელი ხაზი: 032 293 00 00

🔹წყალმომარაგების კომპანია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ინდივიდუალური კონსულტანტის მომსახურების შესყიდვაზე - ფინანსური მ...
28/05/2026

🔹წყალმომარაგების კომპანია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ინდივიდუალური კონსულტანტის მომსახურების შესყიდვაზე - ფინანსური მენეჯერი
💻ვრცლად იხილეთ:https://water.gov.ge/public/images/news/pdf/11760.pdf
💻ვრცლად იხილეთ: https://www.dgmarket.com/tenders/np-notice.do?noticeId=108981719

🔹 Expression of Interests: Selection of Consultant – Financial Manager
💻 For details see:https://water.gov.ge/public/images/news/pdf/11760.pdf
💻 For details see: https://www.dgmarket.com/tenders/np-notice.do?noticeId=108981719

RBL - სტრატეგიული ინვესტიცია წყალმომარაგების სექტორის გაძლიერებისთვისაზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფ...
27/05/2026

RBL - სტრატეგიული ინვესტიცია წყალმომარაგების სექტორის გაძლიერებისთვის

აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და მოსახლეობისთვის სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

🇬🇪ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 26 მაისის ღონისძიებებს ახალციხეში უმასპინძლა
26/05/2026

🇬🇪ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 26 მაისის ღონისძიებებს ახალციხეში უმასპინძლა

26/05/2026

26 მაისი ახალციხეში

🇬🇪ინფრასტრუქტურის სამინისტრო 26 მაისს ახალციხეში აღნიშნავს
26/05/2026

🇬🇪ინფრასტრუქტურის სამინისტრო 26 მაისს ახალციხეში აღნიშნავს

26/05/2026

„ვულოცავ მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა - ეს იყო მართლაც განსაკუთრებული ემოცია, რომელიც რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ადამიანს არასდროს გაუნელდება.
თუმცა, დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი აქტი, რომლის შემდეგაც ყველაფერი სრულდება. პირიქით - სწორედ აქედან იწყება პასუხისმგებლობა და თითოეული დღე ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და გაძლიერების დღეა.
ჩემი წარმოდგენით, სამშობლოს სიყვარული სწორედ ეს არის - როდესაც ყოველდღიური შრომით კიდევ უფრო აძლიერებ საკუთარ ქვეყანას. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის წინსვლა და ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, ჩვენი დამოუკიდებლობის გამტკიცების გამოხატულებაა. თითოეული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე.
ამ ყველაფრისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და მინდა, რომ ამ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად ვზეიმობდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ

26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია !

25/05/2026

Address

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, #5
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია:

Share