03/04/2019
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან ერთად აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.
დავით ჭოჭუა საქართველოში ტერორიზმის აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.
სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.
❔ ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა
სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და იყოფა ორ ეტაპად. პირველი თვის განმავლობაში სტუდენტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის “ტერორიზმის კვლევის ცენტრში” (TRC) , ხოლო მეორე თვეს მას საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემა.
❕საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია
ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 26 წელს. პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, სარეკომენდაციო წერილი, სამოტივაციო წერილი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 3 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. აპლიკაციები მიიღება 30 ივნისამდე.
სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 800 ლარის ოდენობის ჰონორარი.
👉სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები
GCSD სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემას:
• რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ახალი ფორმები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.
გისურვებთ წარმატებას!