ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობაც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ეფექტური, მოქნილი, კომპლექსური მომსახურების მიწოდებას ,,ერთი ფანჯრის პრინციპის“ დაცვით, მოკლე დროში და გამარტივებულად.
ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ სხვადასხვა ინოვაციურ მომსახურებას, რაც აქტუალურია, როგორც
ქ. თბილისისა და მთლიანად საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის.
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასურველ გარიგებებში ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით, შეიძინოს უძრავი ქონება და დააბანდოს კაპიტალი მიმზიდველ პროექტებში.
ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი კაპიტალის უსაფრთხოების გარანტია.
სააგენტოს ფუნქციები:
ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების მომზადება აუქციონზე გასატანად, აუქციონის ჩატარება და შედეგების გაფორმება, ქონების გაცემა სარგებლობის უფლებით;
ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული გარიგებების აღრიცხვა და მონიტორინგი.
ქ. თბილისის მთავრობის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვა პარტნიორის მიერ ქონების მართვის სააგენტოზეა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
შეიძინეთ და ისარგებლეთ უძრავი ქონებით რისკის გარეშე!
სააგენტოს ძირითადი მიმართულებები:
დღეს ქ. თბილისის ქონების განკარგვის პროცედურული მხარე მთლიანად ქონების მართვის სააგენტოზეა დელეგირებული. თბილისის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ და კომფორტულ სისტემას, ინტერნეტის მეშვეობით:
სასურველი ფართობისა და კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის მონიშვნა ვებგვერდზე
ონლაინ აუქციონი
ონლაინ განცხადებები
სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, ასევე, წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. თითოეული საპრივატიზებო ობიექტის გასხვისება ხდება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განხორციელებული ინვესტიციების დაცვასა და უკუგებაზე.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენს ქალაქში ბიზნესის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას!