ტექნოლოგიური განვითარების ფონდი/Technology Development Fund

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტექნოლოგიური განვითარების ფონდი/Technology Development Fund

ტექნოლოგიური განვითარების ფონდი/Technology Development Fund ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი?

ფონდის მიზანია თბილისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება. "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" ამ მიზნების მისაღწევად 2015-2017 წლებში მინიმუმ 23 პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. მათგან მასშტაბითა და მნიშვნელობით გამოირჩევა:

• „დინამოს სტადიონის რეაბილატიცია“ •
ბიუჯეტი 13 მლნ ლარი.
პროექტი ითვალი

სწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების შეცვლას, სკამების 100 % -ით შეცვლას და სხვა სარემონტო სამუშაოებს;

• „ოლიმპიური სპორტული კომპლექსების მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა“ •
ბიუჯეტი 11 მლნ ლარი.
პროექტი ითვალისწინებს გამწვანების, სანიაღვრე კოლექტორების, მაგისტრალური წყალსადენის, მაგისტრალური საკანალიზაციო სისტემის, გაზმომარაგების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების და საგზაო სამშენებლო სამუშაოებს;

• „თბილისის მწვანე ქუჩა“ •
ბიუჯეტი - 660 ათასი ლარი.
პროექტი პილოტურია და მიზნად ისახავს თბილისის ერთ-ერთი ქუჩის განსაკუთრებული მწვანე სტატუსით პროექტირებას:
✔ სპეციალურად შერჩეული ხეები და მცენარეები;
✔ შენობა ნაგებობების მწვანე ფასადები და სახურავები;
✔ ვერტიკალური გამწვანება;
✔ სამანქანო და საფეხმავლო გზების მწვანე ფერის საფარი;
✔ მზის ენერგიაზე - ქუჩის გარე განათება;
ამასთანავე მიმდინარეობს პოტენციურ დონორებთან კომუნიკაცია შემდეგ კომპონენტების დაფინანსებაზე:
✔ ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატურა და საინფორმაციო მონიტორი;
✔ თანამედროვე ბიო ტუალეტები;
✔ მეორადი ტარის მიმღები აპარატები - Reverse vending machine (RVS);
✔ „წყლის სენსორული შადრევნები“;
✔ სეპარირებული სანაგვე ურნები

• საბაგიროს გზის პროექტირება ( სამგორი - ვაზისუბანი) •
ბიუჯეტი - 500 ათასი ლარი. 2015 წელს დასრულდება პროექტირება;

• ბიზნეს ინკუბატორი "Idea Challenges" •
ბიუჯეტი - 320 000 ლარი.
პროექტი ითვალისწინებს start up პროექტების დაფინანსებას და ხელშეწყობას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.

• ასევე მიმდინარეობს შემდეგი პროექტების იმპლემენტაცია: „ქალაქის ფორუმი“; „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“; „ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეთათვის; „პროექტების მართვის სისტემის დანერგვა - თბილისის მერიაში“ და სხვა ინოვაციური პროექტები.

• მერიის სამსახურებთან და ქვეუწყებებთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტების დაგეგმარება. მათ შორის უნდა გამოიყოს - აქტუალურ თემებზე ორიენტირებუი პროექტები:
✔ „საცობების ვებ აპლიკაცია“;
www.milionikhe.gov.ge

• 25 აპრილს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგ ცენტრში მოხელეთა ტრენინგების 2016 წლის გეგმის მიხედვით მოდუ...
25/04/2016

• 25 აპრილს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგ ცენტრში მოხელეთა ტრენინგების 2016 წლის გეგმის მიხედვით მოდულის "საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება" სწავლება დაიწყო.
• ტრენინგზე მსმენელებად თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე გამგეობის მენეჯმენტის რგოლის წარმომადგენლები არიან.
• სწავლებას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ბიზნეს ტრენინგ ცენტრი "Be Mark" მიერ წარდგენილი ტრენერი ნათია ჯოხაძე უძღვება.

• სსიპ "ტექნოლოგიური გნავითარების ფონდის" ტრენინგ ცენტრში მოდულის MS Procejt ფარგლებში მსმენელების პოსტ-ტესტირება გაიმარ...
22/04/2016

• სსიპ "ტექნოლოგიური გნავითარების ფონდის" ტრენინგ ცენტრში მოდულის MS Procejt ფარგლებში მსმენელების პოსტ-ტესტირება გაიმართა.
• თბილისის მუნიციპალიტეტის ოცმა მოხელემ 5-დღიანი ტრენინგ-კურსი გაიარა მოდულში MS Project. ტრენინგების დასასრულს თითოეულმა მონაწილემ ტრენერი არჩილ მირზაშვილის მიერ შეთავაზებული დავალების შესრულებას საათნახევარი მოანდომა.
• ტრენერის შეფასებით, მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ტესტს თავი წარმატებით გაართვა.

• 7 აპრილს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში პროექტის "თბილისის მერიის მოხელეთათვის დარგობრივი კ...
07/04/2016

• 7 აპრილს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში პროექტის "თბილისის მერიის მოხელეთათვის დარგობრივი კომპიუტერული პროგრამებისა და ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის სწავლება" მორიგი მოდულის - MsProject-ის სწავლება დაიწყო.
• ტრენინგს 30 მოხელე სამ ჯგუფში გაივლის. იგი 5 სამუშაო შეხვედრას და დღეში ორსაათიან მეცადინეობას ითვალისწინებს.

• პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 5-6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი მიმდინარეობდა. დედაქალაქის დ...
07/04/2016

• პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 5-6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი მიმდინარეობდა. დედაქალაქის დელეგაციას, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა.
• კონგრესის პროგრამა 7 თემატურ განყოფილებაში გაერთიანებულ 50-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავდა. იყო დისკუსიები, ლექცია-სემინარები, პრეზენტაციები და მიღებები.
• კონგრესის დასკვნით დღეს თბილისის მრავალმხრივი ეკონომიკური მაჩვენებლებით წარდგენა სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ გააკეთა. მასთან ერთად ღონისძიებაზე მერიას წარმოადგენდნენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ეკა ბურდილაძე და ავთანდილ აბაშიშვილი.

• პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 5-6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი გაიმართება. დედაქალაქის დელე...
05/04/2016

• პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 5-6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი გაიმართება. დედაქალაქის დელეგაციას, რომელშიც სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროსი კახაბერ გვანცელაძე იმყოფება, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობს.
• აღნიშნული კონგრესი მის ორგანიზატორებს ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან ევროპის რეგიონულ მმართველობათა ეფექტური კავშირისთვის აქვთ წარმოდგენილი. მისი მთავარი მესიჯია: ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს - ხალხი, თანამშრომლობა, ინოვაციები.
• 6 აპრილს, კონგრესზე თბილისის მრავალმხრივი ეკონომიკური მაჩვენებლებით წარდგენას „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ უფროსი კახაბერ გვანცელაძე გააკეთებს.

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის " ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის" ფარგ...
29/03/2016

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის " ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის" ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისათვის ტრენინგები "სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რისკების შეფასება" დაიწყო.
• ტრენინგი 3 დღიანია და დღეში 5 საათის განმავლობაში მოხელეებთან ტრენერი ირინა ფრუიძე იმუშავებს.
• სწავლებას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ბიზნეს ტრენინგ ცენტრი "Be Mark" ახორციელებს.
• სულ აღნიშნულ მოდულში, წლის განმავლობაში 80 მოხელე გადამზადდება.

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის " ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენისა და კომპიუტერული...
29/03/2016

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის " ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლება" ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის 10 მოხელისათვის ტრენინგები "GIS აპლიკაციები" დაიწყო.
• ტრენინგი 10 სამუშაო შეხვედრას და დღეში 2 საათიან სწავლებას გულისხმობს.
• "GIS აპლიკაციების" სწავლებას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია "აჭარის გიდების ასოციაციის" მიერ წარდგენილი ტრენერი სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ლაოშვილი უძღვება.
• წლის განმავლობაში სულ 70 მოხელე გაივლის აღნიშნულ კურსს.

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის მსმენელთა ჯგუფების დაკომპლე...
29/03/2016

• 28 მარტს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის მსმენელთა ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით, ტესტირება გაიმართა.
• პროექტის " ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენისა და კომპიუტერის სწავლება" ნაწილია თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის სწავლების ორგანიზება.
• მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ორგანიზაციამ "TLC Language Centre".
• ტესტირების პირველ ნაკადში თბილისის გამგეობებიდან 76-მა მოხელემ მიიღო მონაწილეობა. ტესტირების საფუძველზე შერჩეული მონაწილეები, ცოდნის დონის მიხედვით დაჯგუფდებიან და მომსახურება სამუშაო ადგილის მიხედვით, გამგეობებში მიეწოდებათ.
• სწავლების ერთი ციკლი 72 აკადემიურ საათს მოიცავს და მეცადინეობა 3 თვის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ ჩატარდება.

• 22 მარტს სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის "პროფესიული სამყარო" მორიგი, მეხუთე ნაკადის ტ...
23/03/2016

• 22 მარტს სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში პროექტის "პროფესიული სამყარო" მორიგი, მეხუთე ნაკადის ტრენინგები დასრულდა.
• ოცმა მონაწილემ ტრენინგები გაიარა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისათვის.
• პროექტის მორიგი ნაკადის ტრენინგები მომდევნო კვირიდან განახლდება.

23/03/2016

kargaretelis kuchis sapiloteproekti

• 22 მარტს, სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ ფარგლებში, გრიგოლ რობაქი...
22/03/2016

• 22 მარტს, სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ხელი მოეწერა მემორანდუმს. აღნიშნული სასწავლო დაწესებულება გახდა რიგით მეცხრე, რომელიც კლასტერში გაწევრიანდა.
• ფონდის უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ ხელმოწერებით დაადასტურეს კლასტერის ფარგლებში თანამშრომლობაზე.
• „ესაა უნიკალური შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ თანამშრომლობის ასეთ გზას ირჩევენ. თქვენ საშუალება გეძლევათ საკუთარი შესაძლებლობები სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან კოოპერაციაშიც გამოავლინოთ“, - ამ სიტყვებით მიმართა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუდენტებს მამუკა თავხელიძემ.
• დღემდე კლასტერში ორი ქართული უნივერსიტეტი - თსუ და სტუ, იყო გაწევრიანებული. მათ ბაზაზე 2015 წელს ფონდმა ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორიები (FabLab) შექმნა. სწორედ მათში საქმიანობის მხრივ აქტიურ ჩართულობისაკენ მოუწოდა სტუდენტებს კახაბერ გვანცელაძემ.
• პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ მიზანია შეიქმნას ონლაინ-კათედრა, სადაც კლასტერის წევრებს შორის მუდმივად იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდების, სასწავლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარება.
• ცნობისთვის, კლასტერში გაწევრიანებული უცხოური უნივერსიტეტებია: Arizona State University (აშშ), University of Greenwich (დიდი ბრიტანეთი), Tallinn University of Technology (ესტონეთი), LCC International University (ლიტვა), Form-Based Codes Institute (აშშ), IHS (ჰოლანდია).

• 21 მარტს, სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში მერიის სოციალური სამსახურის წარ...
21/03/2016

• 21 მარტს, სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელ შალვა მაისურაძესა და საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილს შეხვდნენ. ფონდის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის უფროსის მრჩეველი ნინო კვარაცხელია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინა სამარგულიანი.
• შეხვედრაზე განხილებოდა ფონდის მიერ შემუშავებული 2 ინიციატივა: შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტების და ესკალატორების ინსტალაცია თბილისის მეტროს სადგურებში და შშმ პირების გზამკვლევი აპლიკაციის შექმნა.
• დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფონდის წევრებს გაუწიეს კონსულტაცია შშმ პირებისთვის ადაპტირებული პირობების შექმნის თვალსაზრისით. განისაზღვრა სამომავლო სამოქმედო სტრატეგია და მოხდა კატეგორიების პრიორიტეტიზაცია. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ სამუშაო შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ.

Address

Mitskevichi Str. 29a
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322383360

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტექნოლოგიური განვითარების ფონდი/Technology Development Fund posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share