სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია სემეკის ოფიციალური გვერდი • GNERC official page

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიზანია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების განვითარებას.
დარგის ეფექტურად რეგულირების მიზნით შექმნას სამართლებრივი საფუძვლები და დააბალანსოს რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები.
ტარიფების დადგენის პროცესში დანერგოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტები.
კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებს არეგულირებს. კომისია დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა სემეკის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომისიის მიზანია, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და არ დაზარალდეს არც მომხმარებლის და არც კომპანიის კანონიერი ინტერესი.

🟢 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გ...
17/09/2026

🟢 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა.

✅კომისიამ იმსჯელა როგორც სალიცენზიო საკითხებზე ასევე, ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთების შესახებ.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დ...
17/09/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე აფრიაშვილი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი, დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადასცა.

➡ თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორის ჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.

➡ თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდა რეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.

🔵საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში უმასპ...
16/09/2026

🔵საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში თბილისს 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.

ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.

21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.

ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 10 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღ...
10/09/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 10 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

🟩კომისიამ იმსჯელა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთების შესახებ საკითხებზე და ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებზე.

✅ კომისიამ განიხილა საკითხები „შპს „თბილისი ენერჯის“, „შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, „სს „საქორგგაზისა“ და „შპს თელავგაზის“ მიერ 2022-2025 წლებში განხორციელებულ ქსელურ საინვესტიციო პროექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ საექსპერტო დასკვნების წარმოდგენის თაობაზე.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.

10/09/2026
🔵საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯ...
07/09/2026

🔵საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო.

📍 მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა.

📣თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).

🔷კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები.

📌აღნიშნული არ შეეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს.

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ იმერე...
07/09/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

♻️ სემეკის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის წარმოების ზრდისა და ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.

➡ “იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისითაც.

➡ პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივაა, რომელიც ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანებში ენერგეტიკის სექტორში სხვა ჩინური ინვესტიციებიც იქნება მოზიდული”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

✅ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია”.

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 4 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღი...
04/09/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 4 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღი...
03/09/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 3 სექტემბრის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

🟩კომისიამ იმსჯელა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთებისა და სალიცენზიო საკითხებზე.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.

🟢სემეკის  მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის ლია გვაზავას თანაავტორობითა და ხელმძღვანელობით, ენერგეტიკის მა...
02/09/2026

🟢სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის ლია გვაზავას თანაავტორობითა და ხელმძღვანელობით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის (EMER Com) საქმიანობის ფარგლებში მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიში თემაზე “განაწილების სისტემის ოპერატორის ქსელური ტარიფების სტრუქტურა: მარეგულირებელი ინსტრუმენტი მომავლის გამოწვევებზე ადაპტირებული ენერგეტიკული სისტემებისათვის” (DSO Network Tariff Structure: A Regulatory Tool for Future-Proof Power Systems).

➡ ანგარიში ეფუძნება ERRA-ს წევრი მარეგულირებელი ორგანოების გამოკითხვის შედეგებს და ფოკუსირებულია ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე.

📍ანგარიშში განხილულია ისეთ საკვანძო საკითხები, როგორიცაა:
• ენერგეტიკული ტრანზიციის გამოწვევები განაწილების სისტემის ოპერატორებისთვის;
• განაწილების სისტემის ოპერატორის ტარიფების დიზაინის საფუძვლები და სატარიფო სტრუქტურის ძირითადი კომპონენტები;
• დანახარჯებზე დაფუძნებული ტარიფების გამოწვევები: დანახარჯების განმსაზღვრელი ფაქტორები და მომხმარებელთა კატეგორიები;
• ჯვარედინი სუბსიდირების იდენტიფიცირება და სახელმწიფო სუბსიდიები;
• ენერგეტიკული ტრანზიციის პირობებში ადაპტაციის ღონისძიებები;
• პროსიუმერები და თვითწარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება;
• ინოვაციური ტექნოლოგიების ენერგოსისტემაში ინტეგრაცია;
• სისტემის მოქნილობა და ქსელის გადატვირთვის მართვა;
• სათანადო რეკომენდაციები და დასკვნები.

✅ანგარიშის მიზანია გამოავლინოს არსებული ტენდენციები, შეაფასოს მარეგულირებელი და სატარიფო მიდგომები და დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზოს პრაქტიკული ინსტრუმენტები ელექტროენერგეტიკული სისტემების მომავალი განვითარების უზრუნველსაყოფად.
🔗იხილეთ ლინკი:
https://erranet.org/emer-com-report-dso-network-tariff-structure/

Address

ადამ მიცკევიჩის ქ. 19/19 A. Mitskevichi Str
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322420180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია:

Shortcuts

Share