ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად

ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად ნინო ბურჯანაძის ახალგაზრდა მხარდამჭერები

საქართველოს მოსახლეობას იშვიათად მისცემია შესაძლებლობა, რომ საკუთარი სამშობლოს ბედ-იღბალი გადაეწყვიტა ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენ ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ ცივილიზებული, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი ქვეყნის მშენებლობაში.

ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში, პოლიტიკურ ძალებს შორის უაზრო დაპირისპირების ნაცვლად გაკეთდეს საქვეყნო საქმე, არ დავუშვ

ათ ერთპარტიული ხელისუფლება და სამუდამოდ, ქვეყანაში ავირჩიოთ დაბალანსებული, ჯანსაღი და მრავალპარტიული ხელისუფლება, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ აღარასოდეს ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი.

ჩვენ გვადარდებს ჩვენი არამარტო სიმშვიდე და კეთილდღეობა, არამედ გვტკივა დაქუცმაცებული საქართველო. არ მოგვწონს როცა ქართულ მიწებს საჩუქრად ურიგებენ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს. მსგავსი პოლიტიკა არცერთ ცივილურ ქვეყანაში არ ტარდება.

კარგად გვესმის ჩვენი თაობის სატკივარი, თუნდაც ის, რომ ვერ ხერხდება უფასო განათლების მიღება და შემდეგ მიღებული ცოდნის რეალიზება. ეს იწვევს მასიურ უმუშევრობას და დიდ სოციალურ პრობლემებს. ახალგაზრდები შევიკრიბეთ და მხარს ვუჭერთ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, ვინაიდან:

ტერიტორიული მთლიანობა: ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე შეძლებს ჩვენ მოძმე აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის დაწყებას, რაც აუცილებელია, ჩვენი ყველაზე სანუკვარი მიზნის, საქართველოს გაერთიანების მიღწევისათვის. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი გვთავაზობს გავატაროთ „ქართული პოლიტიკა" და დავამყაროთ ყველა მეზობელ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, მათ შორის რუსეთთანაც.

სამართლიანობის აღდგენა: ქალბატონი ნინო ბურჯანაძე დაუსვამს წერტილს დანაშაულებრივ კოაბიტაციას, და დაიწყებს სამართლიანობის აღდგენის ჭეშმარიტ პროცესს. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რეალურად შესაძლებელი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარება.

სოციალური ფონი: მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდები. აქედან გამომდინარე, ჩვენი თაობა ხდება კრიმინალური საზოგადოების წევრი, ნარკომანიისა და მრავალი ქუჩური დანაშაულის მსხვერპლი. ჩვენ გვჯერა, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში მივიღებთ რეალიზებულ, დასაქმებულ და ჯანსაღ თაობას.

განათლება: განათლების სისტემაში მძიმე მდგომარეობაა: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, უნდა არსებობდეს სპეციალიზებული სკოლები, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდებს ექნებათ თავისი უნარებიდან და რესურსებიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენთან შეხვედრის დროს, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო რესურსების სწორი განკარგვის შემთხვევაში, სოციალურად გაჭირვებული პირებისთვის, ხელმისაწვდომი იქნება უფასო განათლება. ჩვენ ამას მივესალმებით.

და ბოლოს, ქალბატნი ნინო ბურჯანაძე არის ღირსეული, გაწონასწორებულიი პოლიტიკოსი. თავისი გამოცდილებით, ინტელექტით, და საერთაშორისო ავტორიტეტით, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატია.

ჩვენ გაგვიჩნდა სურვილი, მისი მხარდაჭერის, მასთან შეხვედრისას, უშუალოდ მოვისმინეთ მისი შეხედულებები და შეფასებები ჩვენთვის მტკივნეულ პრობლემებთან დაკავშირებით.

„ახალი თაობა, განახლებული საქართველოსთვის და უკეთესი მომავლისთვის" - ჩვენ გვჯერა ამის!

Address

Paliashvili, 15
Tbilisi
0171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდები ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად:

Share