დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125

დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია
(1)

დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს. დაცვის პოლიციის მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იურიდიულ/ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა.
დაცვის პო

ლიცია არის მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაცვის სამსახური.
დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე საპოლიციო ძალით) დაცულია 14 576-მდე ობიექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები: საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საგანძური, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, სარკინიგზო მაგისტრალები.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთას თანამედროვე და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციელის დღე
31/05/2026

პოლიციელის დღე

30/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეე...
26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარმოდგენილი ჰქონდა ავტომობილები, ტექნიკური საშუალებები, საინფორმაციო სტენდი, ასევე იმიტირებული "დაცული სახლი".

დეპარტამენტის სივრცეში მოწყობილი იყო დასაქმების კუთხე, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და ადგილზე შეევსოთ განაცხადი.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთა...
26/05/2026

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, მოქალაქეებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს სთავაზობს.

დაცვის პოლიციის სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს.
პატარებისთვის მოწყობილია საბავშვო სივრცე, ე.წ დაცული სახლი, სადაც მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა და საჩუქრები ელოდებათ.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

26/05/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებუ...
24/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, 26 მაისს, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 9 და 12...
08/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 9 და 12 მაისს, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილ...
05/05/2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრს, გიორგი ალადაშვილმა დაცვის პოლიციის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა და დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები გააცნო.

სულხან თამაზაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის დაცვის პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი, მოადგილესთან, დავით ნოზაძესთან...
18/04/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი, მოადგილესთან, დავით ნოზაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონულ მთავარ სამმართველოებს ეწვია.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და მათთან ერთად, მიმდინარე გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაცვის პოლიციაში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ალადაშვილმა რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. ასევე საერთაშორისო აეროპორტებში თანამშრომელთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონული მთავარი სამმართველოების სრულ შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Address

Levan Pirtskheliani Street N1
Tbilisi
0159

Telephone

125

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125:

Share