03/06/2026
🔹ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
🔹ღონისძიებაში ქართველი და ქისტი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ქართველი და ქისტი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
🔹ღონისძიების დასასრულს, ჟვანიას სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სკოლისთვის ქართული ენის სწავლება, პოპულარიზაცია და მისი გავრცელების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართული ენის მიმართ ინტერესის ზრდას და ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.
🔹ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მანანა ნადიბაიძე და ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.