28/01/2026
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
➤ წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.
თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში.
➤ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: conscript.mod.gov.ge
➤ ან ცხელ ხაზზე: 𝟱𝟯𝟯-𝟯𝟯-𝟭𝟵-𝟭𝟴
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის "შუა დღის" სტუმარი - სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი აქვსენტი ლომიძე, 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური მაიორი გიორგი მენაღარიშვილი და რიგითი სერგო წერეთელი.