15/09/2026
✔️ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
✔️ ნათია თურნავას განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა სებ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მისივე თქმით, ფინანსურად წიგნიერი და დაცული მომხმარებელი, თავის მხრივ, საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
✔️ „ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში გაიზარდა როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი, ისე მათი ფინანსური განათლების დონე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-GCCA-ICPEN