112 Georgia/112 საქართველო

112 Georgia/112 საქართველო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 Public Safety Command Center 112 has two PSAPs (Public Safety Answering Points) – in Tbilisi and Rustavi.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინის

ტრირებისა და აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განთავსებულია ორ ლოკაციაზე – თბილისსა და ქ. რუსთავში.

ცენტრის ძირითადი მიმართულებები და საქმიანობა:

✔გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფა

112 შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან, 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ნომრის 1-1-2 საშუალებით და გადასცემს შესაბამის სამსახურებს: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს.

✔ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადმინისტრირება

✔ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა

✔ლიცენზირებადი დაწესებულებების კონტროლი

✔კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი

✔ევაკუატორით დახმარების სერვისი


Public Safety Command Center 112 is a Legal Entity under Public Law (LEPL) of the Ministry of Internal Affairs of Georgia. The command center provides appropriate telephone services for the operational and effective management of emergency service, as well as 24-hour uninterrupted video surveillance throughout the country to provide an efficient instrument to administer crime response and to strengthen road safety. The main directions and activities of the center:

✔Emergency response

112 receives notifications from all over Georgia, 24 hours a day, via the telephone number 1-1-2 and transfers them to the relevant services: ambulance, police and fire-rescue service.

✔National Video Surveillance System and management of administrative Offenses

✔Electronic Monitoring System of Domestic Violence

✔Control of licensed establishments

✔Private security activities

✔Evacuator assistance service.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ს...
02/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არგუჯ კალანტარლი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

112-ის დირექტორმა - ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, დელეგაციის წევრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს.

01/06/2026

ბარბარე და ბებია სახლში მარტო იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბებო შეუძლოდ გახდა.

გოგონა არ დაიბნა, დაუყოვნებლივ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე, ოპერატორს დეტალურად აუხსნა როგორც მისამართი, ასევე ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისი დახმარება გამოიძახა.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

01/06/2026

ელისაბედი დედასთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც დედა შეუძლოდ გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან ღელავდა, მან დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში, ოპერატორს ამომწურავად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და შეუძლოდ მყოფი დედისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

01/06/2026

,,112-ის გმირი” ბავშვების დაჯილდოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ორ მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარ...
01/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ორ მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა.

მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

„112-ის გმირის“ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯილდოვდებიან მოზარდები, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, დროულად დაუკავშირდნენ 112-ს და თავიანთი ქმედებით სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

პოლიციელის დღე
31/05/2026

პოლიციელის დღე

30/05/2026
📢 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აცხადებს ვაკანსიას ზარის მიმღების პოზიციაზე✔️ განცხადების ბოლო ვადა: ...
28/05/2026

📢 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აცხადებს ვაკანსიას ზარის მიმღების პოზიციაზე

✔️ განცხადების ბოლო ვადა: 04.06.2026

➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://112.gov.ge/?p=31255

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეე...
26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა, საიდანაც ბავშვებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის შექმნილი იყო სივრცე, სადაც „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესები გააცნო.

ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, 112-ში შემოსული, რეალური, ზარები მოესმინათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენი...
26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს, საიდანაც ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

Address

1a Lisi Street
Tbilisi
0186

Telephone

+995322419677

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 112 Georgia/112 საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to 112 Georgia/112 საქართველო:

Share

Category