05/05/2026
🤝 გაეცანით Entrepreneur Georgia-ს სტატიას ჩვენი კომპანიის შესახებ
2021 წელს, პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური რყევების ფონზე, ბაზარზე გაჩნდა დეტექტი – კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა არა მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინსტალაცია, არამედ ამ სფეროში სრულიად ახალი, ექსპერტული კულტურის დამკვიდრება.
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ძალაში შედიოდა, ბიზნესსექტორი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა: კვალიფიციური კადრების დეფიციტი და არაკეთილსინდისიერი მიდგომები სფეროს განვითარებას აფერხებდა.
"2021 წელს გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც ამ გამოწვევებს უპასუხებდა. ბაზრის ანალიზმა დაგვანახა, რომ ბევრ კომპანიას უჭირდა ახალ რეგულაციებთან სრულად შეგუება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა და პარტნიორებისთვის ექსპერტული ცოდნის გაზიარება გახდა", – გიორგი გიორგაძე, დეტექტის დამფუძნებელი.
🔗 https://entm.ag/e0v9Ik