03/06/2026
✅ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული „ევროპის ტყეების“ (Forests Europe) რიგით მე-10 მინისტერიალის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა სტოკჰოლმის მინისტერიალის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
🔸ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, დეკლარაციას ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა მოაწერა.
🔸დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის მდგრადი მართვის სისტემის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისი პრინციპებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას. დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, ტყის რესურსების დივერსიფიკაციას, ფინანსური რესურსების მობილიზებას, სატყეო განათლებისა და სექტორის პოპულარიზაციის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიან კომუნიკაციას.
👤„მინისტერიალში მონაწილეობა, როგორც „ევროპის ტყეების“ პროცესის ხელმომწერი მხარე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდის, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის წარმოჩენისა და ტყის მდგარდი მართვის კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით. საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვით და სატყეო სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26458
#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026