03/06/2026
ქარ/ENG
სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად (საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენა და ელექტროქვესადგურების მშენებლობა) და საავტომობილო გზის მონაკვეთების (ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხე და გურჯაანი-თელავი) მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“.
პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტის ჯამური ღირებულებაა, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც.
შესაბამისად, პროექტს განახორციელებს სს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
იხ.ვრცლად: http://wrld.bg/ES2I50Z6YIN
The World Bank Group (WBG) will be providing financial resources to Georgia for increasing the railway capacity through the acquisition of electric locomotives for Georgian Railway JSC and for the construction of electrical substations, as well as for financing the construction of key road sections (Badiauri–Chalaubani–Bakurtsikhe and Gurjaani–Telavi).
The Board of Executive Directors of the World Bank has approved a loan for the Trans-Caspian Transport Corridor – Georgia Connectivity and Transport Enhancement Project.
Under the project, the International Bank for Reconstruction and Development (IBRD) will provide financing in the amount of 372 million USD.
The project envisages the purchase of electric locomotives for Georgian Railway, the construction of electrical substations and institutional strengthening of Georgian Railway JSC to increase railway capacity. It also includes the construction of the road sections from Badiauri to Chalaubani, Chalaubani to Bakurtsikhe and Gurjaani to Telavi. In addition, the project covers transport interchanges, overpasses, bridges, road safety measures and institutional strengthening of the road sector.
The total estimated value of the project is approximately 751 million USD, including 372 million USD from the World Bank Group. At the same time, efforts are underway to secure additional financing of 175 million USD from the Asian Development Bank (ADB) and 182 million USD from the Asian Infrastructure Investment Bank (AIIB).
These investments in railway and road infrastructure represent another important step toward enhancing the efficiency of the Middle Corridor. They will contribute to improving the productivity and resilience of Georgia’s transport infrastructure and support the country’s long-term economic growth by enabling faster and safer movement of freight along the corridor. The investments are significant not only for Georgia’s economic development, but also for supporting growing international trade flows and more diversified and secure supply chains.
The project will be implemented by JSC Georgian Railway and the Roads Department of Georgia.
For more information, please visit the link: http://wrld.bg/ES2I50Z6YIN