აღსრულების ეროვნული ბიურო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო National Bureau of Enforcement of Georgia, legal entity of public law of Ministry of Justice of Georgia

აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულება.

18/06/2026

ქართული რეფორმების საერთაშორისო აღიარება!

23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს უმასპინძლებს.

🔗 მეტი ინფორმაციისთვის: https://unpsf2026.org/en

თავდები სრულ პასუხისმგებლობას იღებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. 🔹თუ მოვალე სესხს არ დაფარავს, პასუხის...
18/06/2026

თავდები სრულ პასუხისმგებლობას იღებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

🔹თუ მოვალე სესხს არ დაფარავს, პასუხისმგებლობა თავდებსაც დაეკისრება.
🔹სანამ თავდებობას დათანხმდებით, ყურადღებით შეაფასეთ შესაძლო ფინანსური რისკები და სამართლებრივი შედეგები.
🔹ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის სრულ გაცნობიერებას უნდა ეფუძნებოდეს.

11/06/2026

🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე!

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცაიუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თან...
11/06/2026

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში, პაატა სალიამ, ბიუროს ხელმძღვანელთან ლაშა მოძღვრიშვილთან ერთად, პროფესიული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული...
29/05/2026

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის იუნკერები გაეცნენ

სააღსრულებო წარმოების თავისებურებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ იუნკერებს ინფორმაცია მიაწოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი მაჭავარიანმა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს; განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მედიაციაზე, როგორც სამართლებრივი დავების მოგვარების მშვიდობიან და თანამედროვე ინსტრუმენტზე.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკული შემთხვევების განხილვას დაეთმო.

მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათში აღმასრულებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

14/05/2026

🔹აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია
🇬🇪 თბილისი 2026

Address

აღმაშენებლის ხეივანი № 99
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322749649

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აღსრულების ეროვნული ბიურო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აღსრულების ეროვნული ბიურო:

Share