26/05/2026
⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო.
⭕წელს, ჩვენი ქვეყანა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის სულისკვეთებითაა განმსჭვალული.
⭕მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილიდან, წვევამდელთა ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. თავისუფლების მოედნის გარდა, 600-მდე წვევამდელმა ფიცი დადო ჩვენი ქვეყნის 12 რეგიონში_ იმ ადგილებში, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული; ღვთისა და ერის წინაშე, წვევამდელებმა, სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, ქვემო ქართლში_ ბოლნისის სიონის, ამბროლაურში_ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიის, ნინოწმინდაში ფოკის წმინდა ნონოს სახელობის დედათა მონასტრის, მესტიაში უშგულის ლამარიას, კასპში_თხოთის წმინდა ნინოს ეკლესიის, ოზურგეთში კონჭკათის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის, ხარაგაულში უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, სტეფანწმინდაში_სნოს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის, ჭყონდიდის ტაძრის მიმდებარედ და, ასევე, გონიოში, აფსაროსის ციხესთან.
⭕საქართველოს მოსახლეობას, მოწვეულ სტუმრებსა და აღლუმის მონაწილეთ სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ.
⭕‘’1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს,-’’განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
⭕თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
⭕17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად შესრულდება.
⭕ქვეყნის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.