18/06/2026
„დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება...“
ამ მნიშვნელოვანი სათქმელით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე IIIგ კლასის მოსწავლეები 11 ივნისს, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით.
მათი შემოქმედებითი ღონისძიება — ,,საქართველოს შვილნი ვართ დედამიწის გულიდან…”, ნამდვილ დღესასწაულად იქცა. პატარებმა მუსიკალური ნომრებისა და საინტერესო სცენების მეშვეობით ისაუბრეს პლანეტის დაბინძურებაზე და ყველას მოუწოდეს ბუნების გაფრთხილებისკენ.
დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს, მარიკა ჯარაშნელს, ბავშვებში ასეთი ღირებულებების ჩანერგვისთვის და მუსიკის პედაგოგს, ქეთინო შოშიტაშვილს, ღონისძიების შესანიშნავი მუსიკალური გაფორმებისთვის! 🎶🌱