სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა.
სსგს-ს ძირითად ფუნქციებს წარმოადგ

ენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და მისამართზე რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია. სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული პროცესების შემდგომი განვითარება.
სსგს მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გაზიარებით და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით, ასევე საიდენტიფიკაციო დოკუმენტების პერსონალიზაციითა და მართვის სისტემების დანერგვით.

🌟გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
31/05/2026

🌟გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

28/05/2026
26/05/2026
26/05/2026
🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.ღო...
25/05/2026

🇬🇪 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქ. ზუგდიდში გიმასპინძლებთ.

ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე სტუმრები შეძლებენ ⤵

🔹 იხილონ საქართველოს ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი, ასევე, ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ;
🔹 შეავსონ საპასპორტო მონაცემები, ადგილზე გადაიღონ სურათი, რის შემდეგაც დაუმზადდებათ 26 მაისის ლოგოთი დაბრენდილი, იმიტირებული სამახსოვრო პასპორტები;
🔹 მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები მათთვის საინტერესო სანოტარო სერვისების შესახებ;
🔹 დაათვალიერონ და შეიძინონ მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები: ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ნამუშევრები;
🔹 ისარგებლონ გიფერით და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები;
🔹 ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩაერთონ სხვადასხვა თამაშში;
🔹 პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც შეძლებენ სახის მოხატვას, ფაზლების აწყობას; ჩაუტარდებათ ძერწვის ვორქშოფი; დახვდებათ მხიარული ჰულა-ჰუპები; მონაწილეობას მიიღებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებში; ასევე, დახვდებათ ჯამბაზები, ოჩოფეხები და მოსიარულე ორკესტრი, ფერადი ბამბის ნაყინი და ბატიბუტი;
🔹 ბავშვები ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასშიც მიიღებენ მონაწილეობას – საკუთარი ფანტაზიით დახატავენ ნახატებს, რომელთაც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნიან;
🔹 მოეწყობა ციფრული ტექნოლოგიების სივრცე – კიბერთამაშები და შემეცნებითი ქვიზები;
🔹 ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ლამაზი სანახაობით.

მაშ, ასე: 26 მაისს შევხვდებით ქალაქ ზუგდიდში.
🇬🇪 ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

20/05/2026

გაიცანი საქართველო პასპორტთან ერთად 🇬🇪

ქვეყნის ყველა კუთხე ერთ დოკუმენტში 🇬🇪

მცხეთა-მთიანეთი 🇬🇪

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის  საკითხზ...
18/05/2026

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრაზე ისაუბრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობასა და კომუნიკაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს გააცნო ქვეყანაში კომუნიკაციებთან დაკავშირებით როგორც ინდივიდუალური მომხმარებლების, ასევე კომპანიების უფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს მომხმარებელთა ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადება/საჩივრებზე, სატელეფონო შეტყობინებებზე, ასევე მონაწილეობს საქართველოს კანონმდებლობის იმ პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. სამსახურის წარმომადგენლები აგრეთვე საინფორმაციო კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ მომხმარებლებს.

Address

ზვიად გამსახურდიას სანაპირო № 1 (იუსტიციის სახლი)
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+9952 40 10 10

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო / psda:

Share