28/04/2026
🏆 გუდაურში 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა
სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი წელს განსაკუთრებული ენერგიით და მაღალი კონკურენციით ჩატარდა. გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდებიდან იმ ახალგაზრდებმა იასპარეზეს, რომლებმაც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე მაღალრეიტინგული ქულები დააგროვეს.
⛷︎ შეჯიბრება სათხილამურო ფედერაციისა და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და ,,სილქნეტის“ ტრადიციული მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრის მხარდამჭერები ასევე იყვნენ: სასტუმრო ,,მარკო პოლო“ , ,,ლენდმარკერ ჯგუფი“ და ,,რედბული“
✨ 2026 წლის სეზონი დასრულდა, მაგრამ წინ ახალი გამოწვევები და გამარჯვებებია - წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს მომავალ სეზონში!
.t.a_mountain_trails_agency