თბილისის მერია / Tbilisi City Hall

თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის მერია / Tbilisi City Hall http://tbilisi.gov.ge/

მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხე...
14/06/2026

მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.

სპორტული აქტივობა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

„სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში დღეს სპორტული ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი გაიმართა - მარათონი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე, რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი. მივესალმები სტუდენტურ ფესტივალს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ღონისძიება სისტემატურად ტარდება და მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტები იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან კარგია. ასევე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას. ყველას მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარბენში სპორტსმენები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარათონის ბოლოს გამოვლინდნენ სპორტული აქტივობის გამორჩეული მონაწილეებიც, რომელთაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. პროექტი ქალაქში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

სტუდენტური ფესტივალი, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით ხორციელდება და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი.

ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის საზეიმო დახურვაზე.

13/06/2026

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 09:30-დან 12:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-დან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და მის გადამკვეთ ქუჩებზე.

თამარაშვილის გამზირიდან და წყნეთის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები შეზღუდვის შემოვლას შეძლებენ არჩილ მიშველაძის, ილო მოსაშვილისა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები - ლადო კავსაძის, ზაქარია ფალიაშვილისა და არჩილ მიშველაძის ქუჩების გამოყენებით.

ეროვნული სასახლის წინ შეზღუდული საგზაო მონაკვეთის შემოვლას თავისუფლების მოედნიდან მიმავალი ავტომობილები შეძლებენ ლადო გუდიაშვილის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ გია ჭანტურიას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების საშუალებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წყნეთის გზატკეცილიდან ვაკის დანარჩენი ქუჩებისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები, დროებით საბურთალოს მიმართულებით გადაეწყობიან. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და უკუმიმართულებითაც ანალოგიურად იმოძრავებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოიყენებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედანს და საბურთალოს მარშრუტს, რათა იმოძრაონ კუს ტბის მიმართულებით; გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპის მოედნის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით მოხვდება ბარათაშვილის ქუჩაზე. ასევე, ტაბახმელის, კოჯრის, კიკეთის, წავკისის, შინდისის, ოქროყანის მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტი მგზავრებს ამაღლების ქუჩის N11-მდე მოემსახურება.

გარბენის მიმდინარეობის პარალელურად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება.

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა...
13/06/2026

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა - გვყავს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ასევე, მივიღეთ განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამავე დროს, ეს დღე იყო გაერთიანების, ერთად დგომის სიმბოლოც. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსული, რომლებიც შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმაც.

დედაქალაქში, მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 წელი გავიდა.

„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308,...
11/06/2026

„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე - მეტროსადგურ „წერეთელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე - ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე - ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა - ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.

10/06/2026
10/06/2026

თბილისის მთავრობის სხდომა

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღ...
10/06/2026

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას.

45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ და პირველ რიგში, გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები. უამრავი ბედნიერი დღე აღგენიშნოთ საკუთარ ჭერქვეშ. სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდებიან შვილები, იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ ეს დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი, სხვებთან ერთად, წლების წინ ჩუღურეთის რაიონში, ყოფილ ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელ პირობები არ არსებობდა. ამასთან, ნაგებობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება იყო ძალიან რთული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები.

„ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი, ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული, ასევე, კომპანია „ალფა ფროფერთის“ წარმომადგენლებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის.

ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის მერი წულაიების ოჯახსაც ესტუმრა და მათი საცხოვრებელი ბინა დაათვალიერა.

ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.

აღნიშნულ მისამართზე სულ 118 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ „გარდენ ჰილსში“ გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10/06/2026

ავარიულ შენობაში მცხოვრები 45 ოჯახისთვის ახალაშენებულ კორპუსში ბინების გადაცემა

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს . N10-15 კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კ...
09/06/2026

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას III კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს .

N10-15 კორპუსების მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.

ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება უბანს. აღნიშნულ მისამართზე ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. ადგილობრივებს ექნებათ ადგილი, სადაც ვარჯიშს, დასვენებას და გართობას შეძლებენ. ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, ასევე, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონი, საპარკო სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა გაეცნენ.

Address

შარტავას ქუჩა 7
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მერია / Tbilisi City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის მერია / Tbilisi City Hall:

Share

Category