საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia

საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia, Police station, Tbilisi.

11/04/2026
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ  9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი ...
07/04/2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავის, გორისა და ზუგდიდის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს.

20/03/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთი...
20/03/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები საპატრულო პოლ...
12/03/2026

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ უმასპინძლეს.

ლევან მაისურაძემ სტუმრებს დეპარტამენტის სპეციფიკის, საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ყაზახეთისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე, ადგილზე გაეცნენ ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის ძირითად მიმართულებებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 3 მარტს გამოცხადებულ უქმე დღეს, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, ბ...
02/03/2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 3 მარტს გამოცხადებულ უქმე დღეს, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავის, გორისა და ზუგდიდის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერა...
18/02/2026

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი, ლუის ფერნანდო პასკუალ გრასა ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ უმასპინძლა.

ლევან მაისურაძემ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ესპანეთისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და არსებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კ...
03/02/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ გახსნა.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ⁠ჯარიმების გადახდა, ⁠გასაჩივრება, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა.

საპატრულო პოლიციის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.

საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით,შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს პროექტებს სამომავლოდ სხვა ქალაქებშიც განახორციელებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოც...
18/01/2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს - 19 იანვარს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, საქართველოში სამუ...
12/01/2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის პოლიციის უფროსთან, რაჰმან ბაბაიევთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ლევან მაისურაძემ თურქმენ კოლეგას საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, განიხილეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრის დასასრულს, თურქმენეთის ტრანსპორტის პოლიციის უფროსმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის. ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა თანამშრომლობისა და გამოცდილების შემდგომი გაზიარების მიმართულებით.

რაჰმან ბაბაიევმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრიც მოინახულა, სადაც იმ სერვისებს გაეცნო, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს „ერთი სარკმლის პრინციპით“ შეუძლიათ.

თურქმენეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის პოლიციის უფროსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ეწვევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს "112", მომსახურების სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სადაც დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობა.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia:

Share

Category