საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

სამინისტროს საქმიანობის სფერო:

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი საკვანძო საჯარო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინდობილ სფეროში ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო, ნორმატიული აქტებისა და დებულების შესაბამისად. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

• რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია

• საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა

• ინფრასტრუქტურული პროექტების, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

•არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა

ვრცლად იხილეთ → https://moi.gov.ge/ka

✅საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმის №4 და №5 სკოლების რეაბილიტაცია და...
18/09/2026

✅საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმის №4 და №5 სკოლების რეაბილიტაცია დასრულდა
🟦განახლებული სკოლები ახალ სასწავლო წელს ჯამში 2 000 მოსწავლეს მიიღებს
🟨„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარა კარგად მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. ბათუმსა და მთლიანად რეგიონში რამდენიმე განახლებული სკოლა გაიხსნა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობასთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა რეგიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ახალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლაში იწყებს და ყველას წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ
🟦ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/WWarP

17/09/2026

რეგიონების დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

რევაზ სოხაძემ და ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიც მოინახულეს...
17/09/2026

რევაზ სოხაძემ და ზურაბ პატარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიც მოინახულეს.

მწვანე ტბამდე მისასვლელი ახალი გზა ეწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციასთან წვდომას და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/s0uHA

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის მიერ განხ...
17/09/2026

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია "საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

ფონდისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.

პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია. ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება.

🟦გრძელდება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც🟨ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური ...
17/09/2026

🟦გრძელდება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც
🟨ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ
🟦სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე 8 კმ-ზეა მოწყობილი. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა წყალარინების სისტემა, საყრდენი კედლები, ტროტუარები, გზასთან მიერთებები და საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა
🟨ბათუმი-ახალციხის გზა ხულოს მუნიციპალიტეტს ბათუმთან და ქვეყნის ძირითად საგზაო ქსელთან აკავშირებს. გზის რეაბილიტაცია გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებსა და საგზაო უსაფრთხოებას, ასევე გაზრდის მიმდებარე სოფლებისა და ტურისტული ობიექტების სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას
🟦პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/v4NQr

🟩აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტები გრძელდება🟦ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, აჭარის ავტონომი...
17/09/2026

🟩აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პროექტები გრძელდება
🟦ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან ვახუშტი ბაგრატიონთან და ბათუ გურჯიძესთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და დაგეგმილი პროექტები განიხილა
🟩ხულო-ზარზმის 47 კმ-იანი გზიდან 44 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია. დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება, მეწყრულ ზონებში კი ფერდების გამაგრება და დამატებითი საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 სთ-ით შეამცირებს
🟦აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი-სარფის ახალი 11.3 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ხელშეკრულებაც რამდენიმე დღის წინ გაფორმდა
🟩დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოებიც. ამასთან, შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული
🟦მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააუმჯობესებს აჭარის როგორც შიდა, ისე რეგიონთაშორის და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/s0uHA

🟨ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს🟩საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს...
17/09/2026

🟨ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის რამდენიმე მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს
🟩საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს, დამატებით ორ მონაკვეთზე კი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება
🟦ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს - 9 კმ-იან მონაკვეთზე - პერიოდული შეკეთება და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა - 6.5 კმ-იან მონაკვეთზე - სრული რეაბილიტაცია, მათ შორის მდინარე სურამულაზე ახალი ხიდის მშენებლობა
🟩უახლოეს პერიოდში დაიწყება კიდევ 2.2 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია და დაახლოებით 3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება
🟦მიმდინარე პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად გაეცნო
🟩გზის განახლება გააუმჯობესებს შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს შორის გადაადგილების პირობებსა და საგზაო უსაფრთხოებას, ასევე საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირს
🟦პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/SGZZe

🟩,,მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ...
15/09/2026

🟩,,მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას განაცხადა
🟦როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა
🟩76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/W1CGU

🟦საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა🟩შეხვედრაზე ქვეყნის მ...
14/09/2026

🟦საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
🟩შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. იმსჯელეს მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში არსებულ საკითხებზე, მათი გადაწყვეტის გზებსა და შემდგომ ნაბიჯებზე
🟦„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება დროულად მივიღოთ, რათა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და განხორციელება ოპერატიულად შეძლოს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, რაც პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას მოგვცემს”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ
🟩კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრების მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის წარმომადგენლები
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/3e0cy

Address

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო:

Shortcuts

Share