სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლა

📚✨ 8 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დ...
13/06/2026

📚✨ 8 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ 2025-2026 სასწავლო წლის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.
✅✅ „დავითიანი“ უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს პროექტს „წიგნიერი ლიდერი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 30 პარტნიორი სკოლიდან 150-მდე მოსწავლე სრულიად უფასოდ მონაწილეობს არაფორმალური განათლების პროგრამებში. ახალგაზრდები ეცნობიან რელიგიების ისტორიას, ხვდებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, მონაწილეობენ საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ პროექტებში, ესწრებიან საჯარო ლექციებსა და გასვლით შეხვედრებს.
👉👉 თბილისის 89-ე საჯარო სკოლა მრავალი წელია „დავითიანნის“ ერთგული პარტნიორია, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
✅👉 „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში, საჯარო ლექციებსა და მოხალისეობრივ აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
მარიამ ოლქიაშვილი , ნინო ბალამწარაშვილი და ანასტასია მოდებაძე (X-გ კლასი), ნინო კაპანაძე (X-ე კლასი) და ნია ამისულაშვილი (X-დ კლასი). სასკოლო გუნდის საქმიანობაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა X-გ კლასის მოსწავლე ალექსანდრე პანიატოვსკი.
მასწავლებელი -გიორგი კაცია.
🎉✅ განსაკუთრებით აღსანიშნავია კონკურსი „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“, რომელშიც ჩვენი გუნდი წარმატებით მონაწილეობდა და დაჯილდოვდა სომხეთის საგანმანათლებლო ტურით.
🎉✅ ასევე, პროექტ „წიგნიერი ლიდერის“ ფარგლებში, ჩვენმა მოსწავლეებმა - ნინო ბალამწარაშვილმა და ნინო კაპანაძემ - ტესტირებებში უმაღლესი შედეგები აჩვენეს და „დავითიანთან“ ერთად ტაო-კლარჯეთში გაემგზავრებიან.
👉✅ თბილისის 89-ე საჯარო სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანნის“ პრეზიდენტს, ბატონ კოტე სვანაძეს , მრავალწლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის; ბატონ ნიკოლოზ ცხომელიძეს - მუდმივი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის; ქეთი ქათამაძესა და ნანი მაისურაძეს -ჩვენი სკოლის გუნდის მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის; ეკა ხოფერიასა და თამუნა მათიაშვილს - გაწეული შრომისა და თანამშრომლობისთვის.
✅✅ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდს, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩინეს თბილისის 89-ე საჯარო სკოლა, აქტიურად ჩაერთნენ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივაში და საკუთარი ცოდნით, პასუხისმგებლობითა და მონდომებით არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
👉✅ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენი სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს - მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას. მათი მხარდაჭერის, ნდობის, თანადგომისა და ერთობლივი შრომის გარეშე ეს წარმატებები ვერ შედგებოდა. თითოეული მიღწევის უკან დგას დიდი გუნდი, რომლის ძალისხმევაც ჩვენი მოსწავლეების განვითარებასა და წარმატებას ემსახურება.
👍👍 მადლობას ვუხდით თითოეულ დავითიანელს და მთლიანად ორგანიზაცია „დავითიანს“ ჩვენი მოსწავლეების განვითარებაში, მათი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თბილისის 89-ე საჯარო სკოლის წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

🤝 გვეამაყება ასეთი ძლიერი პარტნიორობა, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ცოდნის, გამოცდილებისა და ღირებულებების მიღების საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს და გვაძლევს საფუძველს, მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ.

👉👉 11 ივნისს, თბილისის 89-ე საჯარო სკოლის VIII, X და XI კლასების მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ თ...
13/06/2026

👉👉 11 ივნისს, თბილისის 89-ე საჯარო სკოლის VIII, X და XI კლასების მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოში - ისტორიულ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
✅✅ ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდნენ თბილისის საკრებულოს VIII მოწვევის წევრები - კახაბერ ლაბუჩიძე და ნოდარ ბოკერია. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, საკრებულოს ფუნქციებისა და ქალაქის განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, ემსჯელათ აქტუალურ საკითხებზე და უშუალოდ გაცნობოდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის თავისებურებებს.
🙂🙂 თბილისის 89-ე საჯარო სკოლა გულითად მადლობას უხდის ბატონ კახაბერ ლაბუჩიძესა და ბატონ ნოდარ ბოკერიას თბილი მიღებისთვის, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.
✅🙂 განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი კახაბერ ლაბუჩიძის მრავალწლიანი მხარდაჭერა ჩვენი სკოლის მიმართ. მისი დამსახურება თბილისის 89-ე საჯარო სკოლის წინაშე ნამდვილად დიდია, ხოლო მისი თანადგომა და კეთილგანწყობა არაერთ მნიშვნელოვან საკითხში იგრძნობა. სკოლა ამაყობს ბატონ კახაბერ ლაბუჩიძესთან არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობით და აფასებს მის წვლილს სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და გაძლიერებაში.
🏛️🏛️✅ მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და საზოგადოებრივი ლიდერების პირდაპირი კომუნიკაცია მომავალი თაობის უკეთესი განათლებისა და განვითარებისათვის.

გეოგრაფიის მასწავლებლების Tamarmaps Shalvashvili  ორგანიზებით და ბონდო ფანჩვიძე  მხარდაჭერით მე-10/დ კლასის მოსწავლეები ...
13/06/2026

გეოგრაფიის მასწავლებლების Tamarmaps Shalvashvili ორგანიზებით და ბონდო ფანჩვიძე მხარდაჭერით მე-10/დ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ @გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტში. მოსწავლეები გაეცნენ თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია ამინდის მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და წინასწარი პროგნოზირება სოფლის მეურნეობისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ავიაციის, საზღვაო და ჩვენი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებისთვის. მოისმინეს სპეციალისტების ახსნა-განმარტებები და გაიაზრეს, რომ ამინდის პროგნოზირება ეფუძნება დაკვირვებებს, ზუსტ გაზომვებს, სატელიტურ მონაცემებსა და კომპიუტერულ მოდელირებას. კლასის დამრიგებელი Nino Pertaia

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

👉👉ქალაქ თბილისის 89-ე საჯარო სკოლაში,  8 ივნისს, მეხუთე კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი  Spelling Bee - ის ფინალი.  მისი მ...
10/06/2026

👉👉ქალაქ თბილისის 89-ე საჯარო სკოლაში, 8 ივნისს, მეხუთე კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი Spelling Bee - ის ფინალი. მისი მიზანია მოსწავლეებში მართლწერის უნარების, ლექსიკური მარაგისა და ინგლისური ენისადმი ინტერესის განვითარება.
✅✅ პირველ ეტაპზე, თითოეულ კლასში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალურ ტურში. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, ყურადღება და თავდაჯერებულობა სიტყვების სწორად დამარცვლისა და წარმოთქმისას. ფინალი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები კარგად იყვნენ მომზადებულნი.
👍👍 ღონისძიებამ ხელი შეუწყო ჯანსაღ კონკურეციას, მოტივაციის ამაღლებასა და ინგლისური ენის პრაქტიკული უნარების განვითარებას.
🥇🥇გამოვლინდა ორი გამარჯვებული - მე-5 ბ კლასის მოსწავლე გიორგი ბიძიშვილი და მე-5 ა კლასის მოსწავლე მარიამ ფომენკო. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამაჯვებულებს წარმატებულ გამოსვლას!

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. 🌎🌍🌏ეს მნიშვნელოვანი თარიღი მილიონობით ადამიანს აერთიანებს ...
08/06/2026

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. 🌎🌍🌏
ეს მნიშვნელოვანი თარიღი მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - დავიცვათ და შევინარჩუნოთ გარემო მომავალი თაობებისთვის. 🌿
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სივრცე დაეთმო მე - 10 /ა , მე-10 / ბ და მე-10 / დ კლასების მოსწავლეებს. მათ მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში ,, ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება'' და განახორციელეს მრავალფეროვანი აქტივობები. აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქტიულ დისკუსიაში, შექმნეს პოსტერები, სლოგანები და პრეზენტაციები. გამოკვეთეს გარემოს და ეკოსისტემების დაბინძურების გლობალური და ლოკალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებები და ნამუშევრები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
გეოგრაფიის მასწავლებელი: თამარ შალვაშვილი
კლასის ხელმძღვანელები: ნანა პანუტინა, ნინო პერტაია, ლია სოლოღაშვილი

👉👉6 ივნისს,ქალაქ თბილისის 89-ე საჯაროს სკოლის მე-7გ და მე-7დ კლასის მოსწავლეები, რუსული ენის  მასწავლებელთან ერთად, ეწვი...
06/06/2026

👉👉6 ივნისს,ქალაქ თბილისის 89-ე საჯაროს სკოლის მე-7გ და მე-7დ კლასის მოსწავლეები, რუსული ენის მასწავლებელთან ერთად, ეწვივნენ დიდი რუსი პოეტის ა.ს. პუშკინის სკვერს და ყვავილებით შეამკეს მისი ბიუსტი.
227 წელი გავიდა პოეტის დაბადებიდან დღემდე.მოსწავლეებმა,რუსულ ენაზე წაიკითხეს ლექსები და სურვილი გამოთქვეს უფრო ღრმად გაცნობოდნენ მის შემოქმედებას მომავალში.⚘️💜⚘️💜
წარმატებით ვასრულებთ მე-7 კლასს❤️❤️❤️

👉👉 2026 წლის 21 მაისს 7გ და 7დ კლასის მოსწავლეები ისტორიის მენტორი მასწავლებლის ნანა სოლოღაშვილის ინიციატივით, საქართველ...
04/06/2026

👉👉 2026 წლის 21 მაისს 7გ და 7დ კლასის მოსწავლეები ისტორიის მენტორი მასწავლებლის ნანა სოლოღაშვილის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, სადაც ბავშვები გაეცნენ 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიოგრაფიის საინტერესო მასალებს და ისტორიებს. დიდი ინტერესით გაეცნენ მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არსებულ საინტერესო მასალებსა და ფოტო არქივს.

👉👉 2026 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის 89-ე სკოლის მოსწავლეები ისტორიის მენტოტი...
04/06/2026

👉👉 2026 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის 89-ე სკოლის მოსწავლეები ისტორიის მენტოტი პედაგოგის ნ.სოლოღაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ბავშვები შეხვდნენ და ესაუბრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას.
✅✅ ღონისძიებაზე ბავშვებს სამახსოვროდ გადასცეს ,,ველური ბუნების" სერიალით გამოცემული წიგნები, რაზედაც სამახსოვრო წარწერა პირადად გაუკეთა კ.გამსახურდიამ. მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის 👉 ისტორიაზე, არქიტექტურაზე და განყოფილებებზე ესაუბრა ილიაუნის პროფესორი, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნის მუზეუმი. მუზეუმში არსებული შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის კოლექცია და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. ასევე შეხვდნენ და დაესწრნენ ზაალ სულაკაურის ვორშოფს წიგნის რესტავრაციის შესახებ.

Address

ქეთევან წამებულის გამზირი N40
Tbilisi
500

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 13:00 - 19:00
Wednesday 13:00 - 19:00
Thursday 13:00 - 19:00
Friday 13:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N 89 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category