თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals თბილისის სააპელაციო სასამართლო - ვიცავთ კანონის უზენაესობას.

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო

ს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ყვარლის, წალკის, ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გ...
27/03/2026

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - კანავაჩუოლო და სხვები იტალიის წინააღმდეგ (2025 წ.)

გადაწყვეტილება შეეხება ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბინძურების ფენომენთან გასამკლავებლად სახელმწიფოს მიერ არასაკმარისი ქმედებების განხორციელებას კონვენციის მე-2 მუხლის ჭრილში.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tbappeal.court.ge/ka/page/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-mnishvnelovani-gadatsqvetileba270326

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრია...
18/03/2026

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ქართველმა ერმა დაკარგა ჭეშმარიტი სულიერი მამა, რომელიც დაუღალავად, მუდმივად, მთელი თავისი შესაძლებლობებით და განუზომელი სიყვარულით ზრუნავდა თითოეული ქართველის სულიერად აღორძინება-გაძლიერებაზე. ყოველი ძნელბედობის ჟამს, ის იყო ერის იმედი, რადგან მისი სიტყვა ატარებდა გამაერთიანებლობის უდიდეს ძალას და სიბრძნეს. ჩვენი პატრიარქი, ადამიანებისადმი და მოვლენებისადმი თავისი კაცთმოყვარე, განსწავლული დამოკიდებულებით, წარმატებით ახერხებდა, ერთდროულად ყოფილიყო ორიათასწლოვანი მართლმადიდებლური სარწმუნოების განუხრელი დამცველიც და კაცობრიობისათვის სასარგებლო პროგრესის წამხალისებელიც, რის გამოც ილია მეორეს მაღალი ავტორიტეტი გააჩნდა ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ან უშუალოდ იცნობდა მას, ან ჰქონდა იოტისოდენა წარმოდგენაც კი ქართული ეკლესიისა და ილია მეორის მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის - სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებსა და იერარქებშიც კი.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მის ყველა გულწრფელ გულშემატკივარს ამ დიდებული ადამიანის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი მის სულს!

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვ...
31/12/2025

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვლას და მშვიდობიან 2026 წელს!

15 მაისი მოსამართლის დღეა. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოსამართლეს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს წარმატებას პრო...
15/05/2025

15 მაისი მოსამართლის დღეა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოსამართლეს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის ბატონი გელა ქირიას გარდაცვალების...
26/03/2025

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის ბატონი გელა ქირიას გარდაცვალების გამო.

ბატონი გელა მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით, ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო კოლეგა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი.

მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.

ვუსამძიმრებთ ბატონი გელა ქირიას ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვ...
31/12/2024

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვლას და მშვიდობიან 2025 წელს!

⚖️თბილისის სააპელაციო სასამართლო 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ამავე წლის 1 ნოემბრიდა...
01/11/2024

⚖️თბილისის სააპელაციო სასამართლო 2005 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ამავე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს და აპარატის თანამშრომელს ვულოცავთ ჩვენი სასამართლოს თანამედროვე ფორმაციით დაარსების დღეს. ვუსურვებთ წარმატებულ და ღირსეულ პროფესიულ საქმიანობას!

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამ...
21/10/2024

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - კარიმი საფრანგეთის წინააღმდეგ (2024 წ.).
გადაწყვეტილება შეეხება კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად არასაკმარისი ქმედებების განხორციელებას ევროპული კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლების ჭრილში.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/?news=1381

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამ...
07/10/2024

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - ლაკატუსი შვეიცარიის წინააღმდეგ (2021 წ.)
გადაწყვეტილება შეეხება მოწყვლადი პირის მიერ მოწყალების თხოვნის უფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/index.php?news=1380

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამა...
28/06/2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - შმიდტი და შმიგოლი ესტონეთის წინააღმდეგ (2023 წ.).

გადაწყვეტილება ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში დისციპლინური სახდელებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების თანმიმდევრულ (უწყვეტ) აღსრულებას, რამაც გამოიწვია განმცხადებელთა სამარტოო საკნებში განთავსება ხანგრძლივი პერიოდებით.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/index.php?news=1368.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამა...
19/06/2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - ჩვიკი პოლონეთის წინააღმდეგ (2020 წ.).
გადაწყვეტილება ეხება კერძო პირების მიერ, სახელმწიფო მოხელეების ჩარევის ან თანხმობის გარეშე, მესამე მხარის მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობას.
🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/?news=1364

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამა...
31/05/2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - ჯ.ი. ხორვატიის წინააღმდეგ (2022 წ.).
გადაწყვეტილება ეხება არაეფექტიანი გამოძიების ჩატარებას მოძალადე მამის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის სავარაუდო მუქარის თაობაზე.
🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/index.php?news=1360

Address

7a Robakidze Avenue
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

0322 51 85 21

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals:

Share

Category