06/04/2026
🔷 სსიპ ,,ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო"-ს მიერ ხორციელდება აირად საწვაზე მომუშავე მოწყობილობების (გაზქურები) საზედამხედველო ღონისძიები. ინსპექტირების ფარგლებში შემოწმებული იქნა აღნიშნული პროდუქტის იმპორტიორი ეკონომიკური ოპერატორების პროდუქცია როგორც ბაზარზე, ასევე საბაჟო გაფორმების ზონებში. შედეგად გამოვლენილი იქნა მნიშვნელოვანი შეუსაბამოებები.
🔷 შემოწმებებისა და ტექნიკური შეფასების შედეგად დადგინდა, რომ რიგ პროდუქტებზე არ იყო წარმოდგენილი სავალდებულო ტექნიკური დოკუმენტაცია და უსაფრთხოების მოთხოვნებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია, ხოლო რიგ შემთხვევაში მოწყობილობები არ იყო აღჭურვილი ალის მაკონტროლებელი მექანიზმებით, რაც წარმოადგენს კრიტიკული უსაფრთხოების მოთხოვნას. ალის კონტროლის მოწყობილობის არ არსებობის გამო გაზზე მომუშავე მოწყობილობა (გაზქურა) შეიცავს გაზის გაჟონვის, ასფიქსიისა და აფეთქების გამოწვევის რისკს, რაც სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა როგორც მაღალი რისკი და მიღებული იქნა შესაბამისი ზომები, კერძოდ ექვს ბიზნეს ოპერატორს: შპს ბესტ 7, შპს დიამონდი, შპს ,,ასნად კომპანი", შპს ,,ტტვ სტარი", შპს ,,ლიკანო", შპს ,,ტერმიკელ ჯორჯია" შპს ,,ნატურელი", დაევალა ბაზარზე განთავსებული საფრთხის შემცველი და შეუსაბამო პროდუქტების ბაზრიდან გამოთხოვა ან/და შეუჩერდა რეალიზაცია.
🔷 ასევე შემოწმება განხორციელდა საბაჟო კონტროლის ზონაში. შემოწმებული იქნა ხუთი ბიზნეს ოპერატორის საიმპორტოდ წარდგენილი ტვირთი, სადაც ოთხ ბიზნეს ოპერატორს უარი ეთქვა მათი პროდუქციის საქართველოში შემოტანაზე.
🔷 სსიპ ,,ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო" აგრძელებს ღონისძიებებს ბაზარზე განთავსებული შეუსაბამო და საფრთხის შემცველი პროდუქტების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიმართულებით და მოუწოდებს მომხმარებელებს გაზზე მომუშავე მოწყობილობების შეძენისას გაამახვილონ ყურადღება მათ უსაფრთხოებაზე, მოითხოვონ ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ და მოხმარების ინსტრუქცია ქართულ ენაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
🌐 https://www.msa.gov.ge/news/detail/85