განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური გვერდი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა.

EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, ასევე ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა.


განათლები

ს მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიას წაროადგენს საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას.

🏫 IV ეტაპი — საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო!📅 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო...
15/06/2026

🏫 IV ეტაპი — საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო!

📅 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყო და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://emis.ge/posts/129

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის ...
09/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

01/06/2026
01/06/2026
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება⏰ რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე📅 რეგისტრ...
27/05/2026

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

⏰ რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე

📅 რეგისტრაციის ვადა: 29 მაისი, 24:00 საათამდე

🌐 დარეგისტრირდით: vet.ge

🎯 შეარჩიეთ სასურველი მიმართულება და შექმენით წარმატებული პროფესიული მომავალი

📅 სწავლის დაწყება: 14 სექტემბერი, 2026

📞 032 2 200 220
✉️ [email protected]
#პროფესიულიგანათლება #სწავლადასაქმება

26/05/2026
20/05/2026

დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.

ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.

ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.

სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.

მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ.

გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე

🎓 დაიწყო პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით⏰ რეგისტრაციის ვადები:15 მაისი, 09:00 საათი — 25 მა...
15/05/2026

🎓 დაიწყო პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით

⏰ რეგისტრაციის ვადები:
15 მაისი, 09:00 საათი — 25 მაისი, 24:00 საათი

🔗 რეგისტრაციის პორტალი:
🌐 https://registration.emis.ge/

🏙 ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 საპილოტე ქალაქში:
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

🎥 რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
🌐 https://www.youtube.com/watch?v=dTkrkCSEtZg&t=1s

🔎 ბავშვის პირადი ნომრით წინასწარ გადაამოწმეთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი რეგისტრაცია:

🌐 https://experience.arcgis.com/experience/a88e0630cc8342f3b44f4dc6b306e436/

📊 სკოლებში არსებული ლიმიტები:
🌐 https://skolebi.emis.ge/

📖 III ეტაპის დეტალური ინფორმაცია:
🌐 https://skolebi.emis.ge/details?key=2c5e0778-a83e-4e20-9e2a-b5a06be65c83

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:
📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#პირველკლასელები #სკოლისრეგისტრაცია #განათლება #საჯაროსკოლა

Address

ფანჯიკიძის 1 ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

Share