ევროპული საქართველო • European Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ევროპული საქართველო • European Georgia

ევროპული საქართველო • European Georgia ევროპული საქართველოს ფეისბუქ გვერდი

7 ივნისის გადამწყვეტ არჩევნებში, სომეხმა ხალხმა მხარი დაუჭირა მშვიდობიან მომავალს, ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიულ გან...
08/06/2026

7 ივნისის გადამწყვეტ არჩევნებში, სომეხმა ხალხმა მხარი დაუჭირა მშვიდობიან მომავალს, ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიულ განვითარებასა და იმ კურსს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დასავლურ სამყაროსთან დაახლოებისკენ არის მიმართული.

ამავე დროს, არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის გავლენასა და კრემლის პოლიტიკაზე დამყარებულ ნარატივებს საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

ვულოცავთ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

დარწმუნებული ვართ, რომ სომხეთის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება დადებით გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე, რა თქმა უნდა, საქართველოზეც.

ვუსურვებთ სომეხ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას იმ გზაზე, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს უკავშირდება!✌️🇦🇲🇬🇪🇪🇺



Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան
ՀՀ արտաքին գործերի նախարարություն / Ministry of Foreign Affairs of Armenia
#საქართველოგაიმარჯვებს

 #ერთიხალხიერთისაქართველო 🇬🇪👇ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება, ყოველი მეოთხე ბავშვი საბავშვო ...
01/06/2026

#ერთიხალხიერთისაქართველო 🇬🇪
👇
ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება, ყოველი მეოთხე ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 45% სასკოლო საათებში არ იკვებება. დაახლოებით ყოველი მეხუთე ბავშვს სასკოლო საგნებში დამატებით უწევს მომზადება, რომ უმაღლესი განათლების შესაძლებლბა ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს თანასწორი შესაძლებლობები არ აქვთ.

,,ქართული ოცნება’’ ხლეჩს ოჯახებს, ბავშვებს მშობლების გარეშე ტოვებს. ბოლო ათ წელიწადში, საქართველოდან დაახლოებით 244 000 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა. დღეს სულ უფრო მეტი ოჯახი დგას მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ოჯახები ტოვებენ ქვეყანას, რადგან საკუთარ ქვეყანაში შვილებისთვის ღირსეული მომავლის შექმნას ვეღარ ახერხებენ. ბავშვები კი მშობლების მონატრებაში იზრდებიან. დედები და მამები უცხო ქვეყანაში სხვის ოჯახებს უვლიან, მათი შვილები კი ამაოდ ელოდებიან მშობლის ჩახუტებას. შედეგად, დღეს ქართული ოჯახები დაუცველები არიან.

ის ოჯახები, ვინც საქართველოში რჩებიან, ხელისუფლების გულგრილობის მსხვერპლნი ხდებიან. მრავალი კვირის განმავლობაში, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები საკუთარი შვილებისთვის აუცილებელ წამალს ითხოვენ. ისინი ათენებენ ღამეებს იმისთვის, რომ მათი თხოვნა შეისმინონ. ხელისუფლებას კი მათი არ ესმის.

საქართველოს მოქალაქეები ძლიერ ოჯახებს და დაცულ ბავშვებს ვიმსახურებთ. იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი და დაცული ქვეყანა ვიხილოთ, დღეს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. ქვეყანა, რომელიც ბავშვებს კარგავს, მხოლოდ მოსახლეობას კი არა, საკუთარ მომავალსაც კარგავს.
ხელისუფლება ვალდებულია თითოეულ ბავშვს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები: ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უსაფრთხო გარემო და ხარისხიანი განათლება.

1 ივნისს მსოფლიო, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თუმცა, დღეს საქართველოში ეს თარიღი მხოლოდ სიმბოლური მილოცვის დღე არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ბავშვების რეალურ პრობლემებზე, საჭიროებებსა და უფლებებზე საუბრის დღე!

16/05/2026

#26მაისი✊🇬🇪
#საქართველოგაიმარჯვებს✌️
#ევროპულისაქართველო 🇬🇪🇪🇺

26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-დან პარლამენტამდე!  გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე! ✊🇬🇪
10/05/2026

26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-დან პარლამენტამდე!

გამარჯვებისთვის - ერთად, ბოლომდე! ✊🇬🇪

ოპოზიციის ალიანსი, ვულოცავთ უნგრელ ხალხს, საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით,  პარტია “ტისას” გამარჯვებას,...
13/04/2026

ოპოზიციის ალიანსი, ვულოცავთ უნგრელ ხალხს, საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით, პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად.

უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ , რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში, არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა.

🇭🇺


ქრისტე აღდგა! ამ უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ!🙌🩷
12/04/2026

ქრისტე აღდგა! ამ უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ!🙌🩷

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის ...
09/04/2026

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა ჯარმა, ჩვენი სამშობლოს მთავარ გამზირზე სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დარბევისას საბჭოთა საოკუპაციო ჯარმა გამოიყენა, სამხედრო ტექნიკა, ორლესული ნიჩბები და ქიმიური იარაღი, შედეგად დაიღუპა საქართველოს 21 მოქალაქე, მათ შორის სამი არასრულწლოვანი და დაშავდა 400-ზე მეტი.

ცხრა აპრილის მოვლენებმა და იმ ერთიანობამ, რომელიც მომდევნო დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, მორალურად საბოლოოდ გატეხა საქართველოში საბჭოთა რეჟიმი და საწინდარი დაუდო 9 აპრილს ქართველი ხალხის გმირობიდან ორი წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

ცხრა აპრილი სიმბოლოა იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ერთიან ბრძოლას, ხოლო ცხრა აპრილს დაღუპულ გმირთა სახელები მუდამ გვემახსოვრება თავდადებისა და სიმტკიცის დაუვიწყარ მაგალითებად! 🙏🏻🖤

31/03/2026

ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას ვიწყებთ! - https://rb.gy/mrbnwe

ოპოზიციის ალიანსის განცხადება👇31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი, ვიწყებთ ეროვნული მობილიზაც...
31/03/2026

ოპოზიციის ალიანსის განცხადება👇

31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი, ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა.

35 წლის შემდეგ ისევ იმავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ - საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას და თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებას კვლავ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ბრძოლა სჭირდება.

გამარჯვების გზის ბოლომდე გასავლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ არსებობს ძლიერი დემოკრატიული, ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული განუკითხაობიდან, კორუფციიდან, სიღარიბიდან და დაუცველობიდან და დააფუძნებს თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო რესპუბლიკას.

ოპოზიციის ალიანსი სწორედ ასეთი ერთობაა - სტრატეგიული თანამშრომლობა ერთფეროვნების გარეშე, რომელიც ქართულ საზოგადოებას რეჟიმის დამარცხების შემდეგ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მომავალს სთავაზობს.

ორთვიანი კამპანიის ფარგლებში მიზნად ვისახავთ: მშვიდობიანი წინაამდეგობის გაფართოებას, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებას და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ალტერნატივის კონსოლიდაციას.

26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.

და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში, თსუ-ს I კორპუსთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ.

გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!

https://www.facebook.com/share/1awgyA2gKS/?mibextid=wwXIfr

28/03/2026

Address

Barnovi Street N40
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ევროპული საქართველო • European Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ევროპული საქართველო • European Georgia:

Share