26/05/2026
ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივი ადგილობრივი განცხადება:
“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
განცხადება ხელმისაწვდომია: https://link.europa.eu/JrqD3W
Local Statement by the Delegation of the European Union and EU Member States’ Embassies:
“The European Union and its Member States extend their sincere congratulations to Georgia on its Independence Day!
On 26 May 1918, Georgia declared independence and affirmed its vision for a sovereign and democratic statehood. Today, the spirit of the independence declaration deeply resonates within Georgian society. Georgia’s history has demonstrated enduring aspiration for stronger ties with Europe. Over the past three decades, the European Union and its Member States have stood alongside Georgia, and remain a reliable, long-term partner. Progress on democratic reforms, the rule of law, and the protection of fundamental freedoms remain essential for advancing on the European path.
On this important day, we reaffirm the EU’s steadfast support for Georgia’s independence, sovereignty, and territorial integrity within its internationally recognised borders.”
The statement is available here: https://link.europa.eu/wyhWyM