მე-12 საჯარო სკოლა

მე-12 საჯარო სკოლა საკონტაქტო ნომერი: 0322 66 21 44. სსიპ ქალაქ თბილისი N12 საჯარო სკოლა რვა ათეულ წელს ითვლის, ის მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, გ. ჭყონდიდელის ქ.

N85-ში. მას დიდი ისტორია აქვს, ეს ცოდნის ტაძარი 78 წლისაა, საუკუნემდე არაფერი უკლია. ამ სკოლის კედლებში ამაგდარმა ადამიანებმა არაერთი სახელოვანი შვილი აღუზარდეს ქვეყანას, მათ თავიანთი სახელები კულტურის საგანძურში ოქროს ასოებით ჩაწერეს.
როგორც სკოლის ისტორია გვაუწყებს, სკოლა დაარსდა 1939 წელს. დიდი სამამულო ომის პერიოდში სკოლის შენობა გამოყენებული იყო სამხედრო ჰოსპიტლად. 40-იან წლებში 1954 წლამდე სკოლა იყო N38 ქალთა საშუალო სკოლის სახელით. 1954 წლიდან მოხდა მოსწავლე გოგონებისა და ვაჟების გაერთიანება და ეწოდა მე-12 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ხოლო 2005 წლიდან ეწოდა მე-12 საჯარო სკოლა.
სკოლის შენობა ოთხსართულიანი მყარი ნაგებობაა. აქვს ორი სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, მუსიკალურისა და ცეკვის სტუდია, ეზო ორი სპორტული მოედნით, სტადიონითა და ბაღით. სკოლა უზრუნველყოფილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკით, ექიმის კაბინეტით. სკოლის სასწავლო კაბინეტები აღჭურვილია ტექნიკური-საშუალებებითა და თვალსაჩინოებებით.
სკოლას აქვს ფართო და ნათელი საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სკოლა უზრუნველყოფილია: გამართული ცენტრალური გათბობით, სასკოლო ავეჯით, სკოლის ბუფეტით.
2014 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი მედეია გურგენაძე შესანიშნავი მათემატიკოსი და წარმაწებული მენეჯერი. დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში, ფიზიკოსი, ქალბატონი მაია ბერძენიშვილი.
სკოლა დაკომპლექტებულია უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებით, მათ შორის ერთი წამყვანი და 22 უფროსი მასწავლებელია, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესის მართვა მიმდინარეობს გუნდური, აქტიური გამჭირვალე პრინციპით. ხშირად ეწყობა ღია კარის დღეები, მოსწავლეთა თვითმმართველობის, სკოლის ადმინისტრაციისა, სამეურვეო საბჭოსა და მშობლების შეხვედრები პრობლემური საკითხების ერთობლივი განხილვისა და გადაჭრის მიზნით, რაც სკოლის წარმატების საწინდარია. სასწავლო პროგრამების ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი არის სკოლაში დამკვიდრებული თვითშეფასებისა და შეფასების კრიტიკული, ობიექტური სისტემა.
სკოლაში ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი მარიამ გორგიშელი.
ამდენად, ეს სასწავლებელი დიდი ოჯახია. რთულია, იყო პედაგოგი. გაკვეთილის ახსნას, მოსწავლის გამოკითხვასა და შეფასებას თითქმის ყველა პედაგოგი მოახერხებს, მაგრამ მოზარდთან სულიერი კავშირი, მის გულში ჩაწვდომა ეს რთული პროცესია. ჩვენი სკოლის თითოეული პედაგოგი ამ რთული პროცესის საიდუმლოების გარკვევასა და მოსწავლეთა გულებთან დაახლოება ცდილობს. ,,შვილივით თუ არ გიყვარს მოწაფე, არაფერი გამოგივა, გული თუ არ გეწვის, ვერც ვერაფერს გააკეთებ, მისი მომავალი თუ არ გაწუხებს, შენს მუშაობას ფასი არ აქვს!..“
ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომ მოსწავლეს ცოდნასთან ერთად ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ჩამოუყალიბოს; ლიბერალურ და დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება განუვითაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობები გააცნობიერებინოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლა, პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის გრძნობას უვითარებს.
ჩვენი დევიზია: ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო...“ მხოლოდ საკუთარი არსის შეცნობა მისცემს მას საშუალებას, სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა საკუთრი თავისა და ქვეყნის წარმატების საძირკველად აქციოს.

პირველი ზარი🛎️პირველი ემოციები!!!გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!დღეს განსაკუთრებულმა სტუმარმა ქალბატონმა ანა არ...
15/09/2026

პირველი ზარი🛎️პირველი ემოციები!!!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!
დღეს განსაკუთრებულმა სტუმარმა ქალბატონმა ანა არაბულმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს.
ეს დღე ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და ცოდნის გაღრმავების დასაწყისია. განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაბიჯეს სკოლის სამყაროში, რომლებსაც წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევები ელით. 📚📖📕📘📗🩷🩷🩷

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ! ჩვენი სკოლის პირველკლასელთათვის, სასკოლო ფო...
20/08/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
ჩვენი სკოლის პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელია სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში (მისამართი: გლდანი, პირველი მ/რ; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა №35; რესტორან "ალილოს" მიმდებარედ).
შეძენა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით - შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
ჩვენი სკოლისთვის, ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 1 სექტემბერი.
ადგილზე უნდა მიიყვანოთ ბავშვი, რათა შეარჩიოთ შესაბამისი ზომა;
აუცილებლად თან იქონიეთ ბავშვის დაბადების მოწმობა (ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი).
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც
1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი და შესაძენად მიბრძანდეთ 1 სექტემბერს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

არაჩვეულებრივი გამოსაშვები ჰქონდათ IV ბ კლასის მოსწავლეებს. თავდაპირველად ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა ჩვენი სკ...
26/06/2026

არაჩვეულებრივი გამოსაშვები ჰქონდათ IV ბ კლასის მოსწავლეებს. თავდაპირველად ისინი სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა ჩვენი სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა, მედეა გურგენაძემ და ბავშვებს წარმატებული მომავალი უსურვა. შემდეგ ისინი წავიდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში . დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახლები. იყო ლექსები და სიმღერები. ბოლოს კი საკუთარი ხელი შექნნეს თიხის ჭურჭელი წარწერით.IV_ ბ კლასი.
ეს ლამაზი დღე ბავშვებმა და მათმა საყვარელმა თამუნა (ხიზანიშვილი) მასწავლებელმა ბანკეტით დაასრულეს.
არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე მოსწავლეებს. მათ სამუდამოდ გაყვებათ მაისურებზე ამოტვიფრული თამუნა მასწავლებლის დარიგება: ,,გვიყვარდეს ერთმანეთი! " ჩვენც ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ პატარებს და დავამატებთ, რომ სწორედ მათი შეკრული სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს.

✨️🎓"პირველი კლასიდან დღემდე" 🎓✨️IVა კლასს ვულოცავთ სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას 💖✨️💖✨️💖✨️💖...
18/06/2026

✨️🎓"პირველი კლასიდან დღემდე" 🎓✨️

IVა კლასს ვულოცავთ სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას 💖✨️💖✨️💖✨️💖✨️💖✨️💖✨️💖✨️💖✨️💖✨️
დამრიგებელი:ნანა ოქროპირიძე

✨დღეს, ჩვენი IVდ  კლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად სწრაფად იზრდებ...
17/06/2026

✨დღეს, ჩვენი IVდ კლასელებისთვის განსაკუთრებული დღე იყო — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად სწრაფად იზრდებიან ბავშვები, როგორ იკრებენ ძალას, ცოდნასა და გამოცდილებას და როგორ ემზადებიან ახალი მწვერვალების დასაპყრობად
სიყვარულით, სითბოთი და ემოციებით სავსე ღონისძიება — „პატარა ნაბიჯებით დიდი მომავლისკენ“ — მათი ოთხწლიანი მოგზაურობის ლამაზი შეჯამება იყო თითოეულმა მოსწავლემ გვაჩვენა, რომ მტკიცე ფესვები, რომლებიც ოჯახმა და სკოლამ ერთად ჩაუყარა, ძლიერი ფრთების გაშლის საფუძველია
მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს გულწრფელი ღიმილისთვის, მშობლებს — ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო მასწავლებლებს — სიყვარულითა და თავდადებით გაწეული შრომისთვის.
გილოცავთ, ძვირფასო ბავშვებო!
წინ ახალი გზები, ახალი აღმოჩენები და ახალი წარმატებები გელით. გვჯერა, რომ თქვენი ფრთები კიდევ უფრო გაძლიერდება და ყოველთვის თამამად იფრენთ თქვენი ოცნებებისკენ.
გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებებით სავსე მომავალს!

სიყვარულით თქვენი მარიკა მასწავლებელი❤️❤️

,,ვემშვიდობებით მეოთხე კლასს’’✨IV გ კლასმა გამოსაშვები საღამო გამართა ს. ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში....
16/06/2026

,,ვემშვიდობებით მეოთხე კლასს’’

✨IV გ კლასმა გამოსაშვები საღამო გამართა ს. ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში.

📌მოსწავლეები ცეკვით, სიმღერით, ლექსებითა და გაცოცხლებული იგავების წარმოდგენით გამოემშვიდობნენ მეოთხე
კლასს.🎈☀️🌸

დამრიგებელი: თამარ ბანცაძე 💖

🎉მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვე...
15/06/2026

🎉მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, შერჩეულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის N12 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია.
🤖2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში გაიხსნება რობოტიკის კლუბი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, განივითარონ ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები თანამედროვე STEAM განათლების პრინციპების შესაბამისად.


#რობოტიკისკლუბი

🩸 მე-12 საჯარო სკოლაში „ჰემოგმირის“ დღე გაიმართა 🩸✅დღეს, მე-12 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძი...
10/06/2026

🩸 მე-12 საჯარო სკოლაში „ჰემოგმირის“ დღე გაიმართა 🩸

✅დღეს, მე-12 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიება შედგა – მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის, ნინი ფიფიას საავტორო სასკოლო პროექტი „ჰემოგმირი“ წარმატებით განხორციელდა.

პროექტის მთავარი გზავნილია:

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“

პროექტს აქტიურად შეუერთდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მედეა გურგენაძე, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები. სკოლას ესტუმრა სისხლის ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი, ხოლო დონაციის პროცესისთვის მოეწყო შესაბამისი და უსაფრთხო სივრცე.

დღევანდელი დღის ნამდვილი „ჰემოგმირები“ გახდნენ მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი და ამ მნიშვნელოვანი აქტით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა შექმნეს.

📌პროექტის მიზანია, ინიციატივას სხვა სკოლებიც შეუერთდნენ, გაიზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება სისხლის დონაციის მნიშვნელობის შესახებ და მოსწავლეებმა საკუთარ გარემოში დაინახონ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი კეთილი საქციელი მრავალი ადამიანის იმედად იქცეს.

📌სისხლის ერთი დონაციით შესაძლებელია სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ დონორობა არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ჰუმანურობის გამოხატულება.

✅გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელსა და თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც დღეს საკუთარი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის გადარჩენის საქმეში.💚💚

✨დღეს თქვენ მიერ გაღებული სისხლი, შესაძლოა, ხვალ ვიღაცისთვის სიცოცხლის შანსად იქცეს.❤️

მადლობა, რომ გახდით „ჰემოგმირები“! ❤️🩸



✨ პროექტი: „ჰემოგმირი“
👩‍🎓 ავტორი: მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინი ფიფია
📍 ადგილი: მე-12 საჯარო სკოლა
🎯 დევიზი: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“

#ჰემოგმირი
#გაიღესისხლიგადაარჩინესიცოცხლე
#სისხლისდონაცია
#გახდიდონორი
#აჩუქესიცოცხლე
#მე12საჯაროსკოლა
#მოსწავლეთათვითმმართველობა
#ერთიდონაციაერთზეიმედია
#სიკეთისძალა
#დონორობა
#გავერთიანდეთსიცოცხლისთვის

🩸 გახდი ჰემოგმირი! 🩸ერთი დონაცია – უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე.თუ შეგიძლია, შეუერთდი კეთილ საქმეს და აჩუქე ვიღაცას იმედ...
09/06/2026

🩸 გახდი ჰემოგმირი! 🩸

ერთი დონაცია – უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე.
თუ შეგიძლია, შეუერთდი კეთილ საქმეს და აჩუქე ვიღაცას იმედი.

📍 10 ივნისს
🕚 11:00 საათზე
🏫 თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში

მოდი, გახდი ჰემოგმირი – შენი სისხლი ვიღაცისთვის სიცოცხლეა! ❤️

გელოდებით სისხლის უანგარო დონაციის აქციაზე.

Address

Tbilisi
0180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მე-12 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მე-12 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category