Ambassade de France en Géorgie

Ambassade de France en Géorgie Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ambassade de France en Géorgie, Consulate & Embassy, 51a Rue Krtsanissi, Tbilisi.

🇫🇷🇬🇪 საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ, გუშინ, საფრანგეთის რეზიდენციაში საქართველოში წარმოდგენილ საფრანგეთის გუნდს უმასპინ...
04/09/2026

🇫🇷🇬🇪 საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ, გუშინ, საფრანგეთის რეზიდენციაში საქართველოში წარმოდგენილ საფრანგეთის გუნდს უმასპინძლა, მიესალმა ახლად დანიშნულ თანამშრომლებს და ახალი ერთობლივი სამუშაო წელი გახსნა.

საქართველოში საფრანგეთის საქმიანობას წარმართავს ერთიანი გუნდი და მრავალპროფილიანი ქსელი, რომელიც მოიცავს დიპლომატიას, თანამშრომლობას, კულტურას, განათლებას, ეკონომიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას... გამოცდილებისა და პროექტების მრავალფეროვნება საფრანგეთს შესაძლებლობას აძლევს, მრავალ საკითხში იყოს ჩართული ქართველ პარტნიორებთან ერთად.

წვეულებაზე ასევე მივესალმეთ საელჩოს ახალ პირველ მრჩეველს, მიკაელ ბუკოს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ახალ დირექტორსა და მრჩეველს კულტურის საკითხებში, სალომე გეორგიევს.

ამგვარად, საფრანგეთის გუნდისთვის ახალი სამუშაო წელი იწყება - გაძლიერებული შემადგენლობით, ურთიერთავსებადი გამოცდილებით, მრავალი პროექტისა და პარტნიორობის ხორცშესასხმელად და, რაც მთავარია, იგივე სულისკვეთებით: გავაგრძელოთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის კავშირების განმტკიცება და ვიყოთ რაც შეიძლება ახლოს მათთან, ვინც ამ კავშირებს ყოველდღიურად აცოცხლებს.

🇫🇷🇬🇪 L’Ambassadeur de France Olivier Courteaud a réuni hier les équipes françaises présentes en Géorgie à la Résidence de France pour accueillir les nouveaux arrivants et lancer cette nouvelle année de travail collectif.

Car l’action de la France en Géorgie, c’est une équipe et un réseau aux profils multiples : diplomatie, coopération, culture, éducation, économie, défense, sécurité … Une diversité d’expertises et de projets qui permet à la France d’être présente sur de nombreux sujets et aux côtés de nos partenaires géorgiens.

Cette rentrée est aussi l’occasion d’accueillir Michael Boucault, nouveau numéro 2 de l’Ambassade, et Salomé Gueorguiev, nouvelle directrice de l’Institut français de Géorgie et conseillère culturelle.

Une nouvelle année commence donc pour l’Équipe France : une équipe renforcée, des expertises complémentaires et de nombreux projets et coopérations à nourrir. Et surtout, une même envie : continuer à faire vivre les liens entre la France et la Géorgie, au plus près de celles et ceux qui les font exister chaque jour.

Institut Français de Géorgie
Campus France Géorgie
École Française du Caucase - EFC
Université franco-géorgienne • ფრანგულ - ქართული უნივერსიტეტი
AFD - Agence Française de Développement
Expertise France

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, დღეს დილით საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ოლივიე კურტო, კავკასიის ფრანგულ სკო...
02/09/2026

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, დღეს დილით საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ოლივიე კურტო, კავკასიის ფრანგულ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, ასოციაციებისა და პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა.

ელჩი ასევე მიესალმა სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს, ქალბატონ მაგალი აკტას-ვალიეს.

შესანიშნავი 2026-2027 სასწავლო წელი ყველას !

À l'occasion de la rentrée scolaire, l'Ambassadeur de France en Géorgie, Olivier Courteaud, a rendu visite ce matin à l'École Française du Caucase pour adresser ses meilleurs vœux de réussite aux élèves, à leurs familles, aux associations ainsi qu'à l'équipe éducative.

Il a également souhaité la bienvenue à la nouvelle proviseure de l'école, Madame Magali Aktas-Vallier, à l'occasion de sa prise de fonctions.

Belle année scolaire 2026-2027 à toutes et à tous !


École Française du Caucase - EFC
Institut Français de Géorgie

🇫🇷🇬🇪 შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად...
11/08/2026

🇫🇷🇬🇪 შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. მათი გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება.
საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

🇫🇷🇬🇪 A l’occasion de la commémoration de la bataille de Shindissi, l’Ambassade de France rend hommage aux soldats géorgiens tombés héroïquement au combat le 11 août 2008. Leur courage et leur sacrifice demeurent un symbole de l’attachement du peuple géorgien à son indépendance face aux forces d’occupation russes.
La France honore leur mémoire et réaffirme son soutien indéfectible à la souveraineté et à l’intégrité territoriale de la Géorgie, à l’intérieur de ses frontières internationalement reconnues.

07/08/2026

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა. 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაოეროს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს.

კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.

2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.

შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.

ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას.

Fr - https://www.diplomatie.gouv.fr/fr/presse-et-ressources/decouvrir-et-informer/actualites/georgie-declaration-conjointe-des-porte-parole-des-ministeres-des-affaires-etrangeres-de-la-france

En - https://www.diplomatie.gouv.fr/en/presse-et-ressources/decouvrir-et-informer/actualites/georgie-declaration-conjointe-des-porte-parole-des-ministeres-des-affaires-etrangeres-de-la-france

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შე...
06/08/2026

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

Dispositif de soutien au tissu associatif des Français à l’étranger (STAFE) - appel à projets 2027Le STAFE est un dispos...
05/08/2026

Dispositif de soutien au tissu associatif des Français à l’étranger (STAFE) - appel à projets 2027

Le STAFE est un dispositif de subventions du ministère de l’Europe et des affaires étrangères soutenant des projets portés par des associations à l’étranger dans les domaines éducatif, caritatif, culturel ou d’insertion socio-économique et qui contribuent au soutien des Français à l’étranger.

https://ge.diplomatie.gouv.fr/fr/dispositif-de-soutien-au-tissu-associatif-des-francais-letranger-stafe-appel-projets-2027

30/07/2026

🇫🇷🎥 დღეს საღამოს ფესტივალი « კინო ღია ცის ქვეშ » გიწვევთ, თავიდან აღმოაჩინოთ ფრანგული კინოს ერთ-ერთი კლასიკა.

30 ივლისი, 20სთ30 : « გუნდის მომღერლები » - კრისტოფ ბარატიეს ფილმი, 2004 წელი, ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით (1სთ34წთ).

🇫🇷🎥 Aujourd'hui, le festival « Cinéma sous les étoiles » vous propose de (re)découvrir un classique du répertoire français.

30 juillet à 20h30 : « Les Choristes », réalisé par de Christophe Barratier, 2004, projeté en français, sous-titré en géorgien (1h34).

23/07/2026

🇫🇷🎬 არ გამოტოვოთ მორიგი კინოჩვენება დღეს საღამოს! მაყურებელი იხილავს ფრანგი რეჟისორის, გზავიე ბოვუას უახლეს ფილმს "თავზეხელაღებულთა ხეობა".

📆 20სთ30, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია, ხაზინის ქუჩა 4.

🇫🇷🇬🇪🔬 საფრანგეთის ელჩი საქართველოში დღეს ელიავას სახელობის ინსტიტუტს, ბაქტერიოფაგების კვლევისა და ფაგოთერაპიის მსოფლიოში...
21/07/2026

🇫🇷🇬🇪🔬 საფრანგეთის ელჩი საქართველოში დღეს ელიავას სახელობის ინსტიტუტს, ბაქტერიოფაგების კვლევისა და ფაგოთერაპიის მსოფლიოში აღიარებულ ცენტრს ესტუმრა.
მას ინსტიტუტის დირექტორმა, ცნობილმა მიკრობიოლოგმა, მზია ქუთათელაძემ და მისმა გუნდმა უმასპინძლეს.

ამ ვიზიტისას განიხილეს ფრანგულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა, რომელიც ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის იმ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის ნაწილია, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბაქტერიოფაგების კვლევის პიონერებმა, ფელიქს დ’ერელმა და გიორგი ელიავამ დაიწყეს.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო მობილობასა და ბიოლოგიური უსაფრთხოების თანამშრომლობის პროექტს, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ბიოსამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან (IRBA) ერთად, ამჟამად Expertise France-ის ხელმძღვანელობით.

საფრანგეთი მოხარულია, რომ აგრძელებს ამ პარტნიორობას ელიავას სახელობის ინსტიტუტთან, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივების კვლევასა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან დაწესებულებასთან, სამეცნიერო ინოვაციებისა და გლობალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით.

🇫🇷🇬🇪🔬 L’Ambassadeur de France en Géorgie a visité aujourd’hui l’Institut Eliava, centre d’excellence mondialement reconnu pour son expertise dans la recherche sur les bactériophages et la phagothérapie.

À cette occasion, il a été accueilli par la directrice de l’institut, Mzia Kutateladze, microbiologiste de renom, ainsi que par ses équipes.

Cette visite a permis d’échanger sur la coopération scientifique franco-géorgienne, qui s’inscrit dans une longue histoire de collaboration entre les chercheurs français et géorgiens, initiée il y a plus d’un siècle par Félix d’Hérelle et George Eliava, pionniers de la recherche sur les bactériophages.

Les discussions ont également porté sur les mobilités scientifiques entre les deux pays et sur le projet de coopération en matière de sécurité biologique mis en œuvre avec l’Institut de recherche biomédicale des armées (IRBA), désormais suivi par Expertise France.

La France se réjouit de poursuivre ce partenariat avec l’Institut Eliava, acteur majeur de la recherche sur les alternatives aux antibiotiques et de la lutte contre l’antibiorésistance, au service de l’innovation scientifique et de la santé mondiale.

Vous disposez d’un compte bancaire en France ? Vous rencontrez des difficultés pour en ouvrir un ? Votre compte a été cl...
20/07/2026

Vous disposez d’un compte bancaire en France ? Vous rencontrez des difficultés pour en ouvrir un ? Votre compte a été clôturé par votre banque ? Quelle que soit votre situation, participez au questionnaire d’enquête et aidez l’administration à établir un diagnostic précis de la situation des Français résidant à l’étranger et à proposer des pistes d’amélioration.
Répondez au sondage -> https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=SJRZ5qBijkGJMNANjVaCwlWWTqr-3rNFtKI6WBMwIMNUNTZRNFlaNVJaTUZCRzY1NTAxUVJTUkI5OC4u

Address

51a Rue Krtsanissi
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Thursday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Friday 09:00 - 13:00
14:00 - 16:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ambassade de France en Géorgie posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ambassade de France en Géorgie:

Shortcuts

Share