შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, Government Organization, Ingorokva Str. 7, Tbilisi.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური გვერდი, რომლის მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირება აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით/This is the official page of the Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality which aims to provide information on the activities of the Office to the wider public

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშო...
15/09/2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოპერაციების კოორდინატორ დენა ფიშერთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და დენა ფიშერს, როგორ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ახალ თავმჯდომარეს, წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯო ბარტონი დაესწრო.

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთანშერიგებისა და ...
11/09/2026

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, შვეიცარიის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისადმი და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

11/09/2026
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი  ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთ...
02/09/2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა უმაღლეს კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ასევე იმ უნიკალურ მექანიზმებსა და პროგრამებზე, რომელთა ეფექტიანი განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და ჩართულობის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და კულტურათაშორისი დიალოგის შემდგომ გაძლიერებას.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პირველი შუალედური შეფასება ნათლად წარმოაჩენს იმ კონკრეტულ და ხელშესახებ პროგრესს, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური გატარების შედეგად იქნა მიღწეული. ასევე, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებისა და ჩართულობის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.

თეა ახვლედიანმა უმაღლესი კომისრის ოფისს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, რაც წლების განმავლობაში მაღალი დონის ექსპერტულ დიალოგსა და მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.

მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

02/09/2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.

თეა ახვლედიანმა უმაღლეს კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება და ისაუბრა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ასევე იმ უნიკალურ მექანიზმებსა და პროგრამებზე, რომელთა ეფექტიანი განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და ჩართულობის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და კულტურათაშორისი დიალოგის შემდგომ გაძლიერებას. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პირველი შუალედური შეფასება ნათლად წარმოაჩენს იმ კონკრეტულ და ხელშესახებ პროგრესს, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური გატარების შედეგად იქნა მიღწეული. ასევე, ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებისა და ჩართულობის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.

თეა ახვლედიანმა უმაღლესი კომისრის ოფისს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, რაც წლების განმავლობაში მაღალი დონის ექსპერტულ დიალოგსა და მხარდაჭერაში გამოიხატებოდა.

მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

02/09/2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.

ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.

თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თა...
01/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტაჟიორთა მიღებას აცხადებს.

სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

შერჩეული კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

📍 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge

• სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100859?active=1

• მინისტრის სამდივნოს სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100825?active=1

• ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100772?active=1

SMR.GOV.GE - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ქუთაისში
31/08/2026

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ქუთაისში

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში
31/08/2026

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ გორში
31/08/2026

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ გორში

Address

Ingorokva Str. 7
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

+995322999080

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი:

Shortcuts

Share