07/05/2026
დღეს ქ.თბილისის N112საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ნაძალადევის სკოლების თვითმმართველიბის დამეგობრებას. ერთმანეთს შეხვდნენ N9,N11,N12, N14, N48,N112,N133,N138,N141,N143,N154, N159 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეები. N 112 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ნინო ზაქარიაშვილმა წარმოადგინა პტეზენტაცია განხორციელებულ აქტივობებზე. მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელიბისა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრის უფროსი ,ქალბატონი ირმა კიკვაძე -როსტომაშვილი და სკოლის დირექცია. მათ წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს წამოწყებული ინიციატივის განხორციელებაში. სკოლის დირექტორმა,ნინო თაბაგარმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათი სკოლის დირექტორებს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ყველა საკითხში აღუთქვა დახმარება.