17/09/2026
🦌 არიქა! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ბუნებაში ირმების დაბრუნების რთულ და ეკლიან გზაზე! 🌿
შარშან, თბილისის ზოოპარკის მიერ განხორციელებული რეინტროდუქციის პროექტის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კავკასიური კეთილშობილი ირმების პირველი ჯგუფი გავუშვით, წელს კი ამ დიდ ოჯახს კიდევ ექვსი წევრი შეემატა.
ირმები რამდენიმე წუთის წინ გამოფრინდნენ კონტეინერებიდან. იმედია, მალე მიაგნებენ თავიანთ პირველმოსახლე თანამოძმეებს და უდარდელად, უზრუნველად, უბრაკონიეროდ, სიამტკბილობაში გააგრძელებენ ცხოვრებას ველურ გარემოში.
უამრავი სირთულის მიუხედავად, ჯიუტად ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს.
ესეც შევძელით! 💪