02/06/2026
⭐️ მანქანას რომ ყველაფრის გაკეთება ასწავლო, რას გააკეთებს პირველად?
ამ კითხვაზე პასუხი არც ტრულის ჰქონდა, არც კლაპაუციუსს და ჯერჯერობით არც ჩვენ.
🤖 თუმცა 1 ივნისს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, CIBERIADA 2.6-ზე ფიქრი ნამდვილად არ შეწყვეტილა.
📌 სკოლები, უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო ცენტრები, სტარტაპები და გამომგონებლები ყოველდღიურად ამოწმებენ, რამდენად გემრიელი შეიძლება გამოვიდეს იდეის მიქსტურა, თუ მას შესაზავებლად საკმარის სიყვარულს, ცოდნასა და ცნობისმოყვარეობას დაუმატებ.
✨ გამონაკლისი არც ჩვენი გამოფენა ყოფილა, რადგან მოსულ სტუმრებს შთაბეჭდილებად და ხანგრძლივ მოგონებად არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი კიბერსანახაობა დახვდათ.
☘️ CIBERIADA 2.6 აქ სრულდება, 2.7- ში კი ახალი გადაწყვეტილებებით დაგიბრუნდებით, რომ კიდევ ვიფიქროთ რობოტებზე, ტექნოლოგიებზე, მომავალზე.
გულითად მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და სტუმარს.