სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

რეგულირების სააგენტოს უმთავრესი მიზანია სამედიცინო სფეროს ხარისხის გაუმჯობესება, რათა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები.
მიზნის მისაღწევად სააგენტო:
✅ ინსპექტირებას უწევს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას;
✅ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, შეისწავლის სამედიცინო დახმარების ხარისხს;
✅ ასრულებს პროფესიული განვითარების საბჭოს სამდივ

ნოს ფუნქციას;
✅ ახდენს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემას და შემდგომ, პირობების დაცვის მონიტორინგს;
✅ ახდენს ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციას და მათი მიმოქცევის კონტროლს;
✅ ახდენს სამედიცინო დაწესებულებებისა და სასწავლებლების დიპლომისშემდგომ მზადებაზე აკრედიტაციის მინიჭებას;
✅ ახდენს უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირების სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზებას;
✅ მონაწილეობს დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებასა და დანერგვის პროცესში;
✅ კონტროლს უწევს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობას;

01/06/2026
26/05/2026
25/05/2026

🇬🇪 26 მაისს მცხეთაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:

🕚 12:00 – 19:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
🕚 12:00 – 19:00 - თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები;
🕚 12:00 – 17:00 - საბავშვო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტოზონები;
🕚 12:00 – 17:00 - პირველადი გადაუდებელი დახმარების (CPR) დემონსტრაცია;
🕚 12:00 – 16:00 - ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
🕚 12:00 – 19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
🕚 14:00 – 16:00 - ოჩოფეხებისა და მასკოტების საზეიმო მსვლელობა დრამების შოუსთან ერთად;
🕚 17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
🕚 17:15 – 19:15 - დასკვნითი კონცერტი.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!🇬🇪

19 მაისი ოჯახის ექიმის მსოფლიო დღეაეს დღე გვახსენებს ოჯახის ექიმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მათ უდიდეს როლს პირვე...
19/05/2026

19 მაისი ოჯახის ექიმის მსოფლიო დღეა

ეს დღე გვახსენებს ოჯახის ექიმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მათ უდიდეს როლს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

ოჯახის ექიმები ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, პრევენციასა და დროულ მხარდაჭერაზე. ისინი ხშირად პირველები არიან, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემის დროს მივმართავთ და სწორედ მათი პროფესიონალიზმი, ყურადღება და ადამიანურობა ქმნის ნდობასა და უსაფრთხოების განცდას.

გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

🔹ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება დაიწყო,  გამოცდები კი ...
19/05/2026

🔹ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება დაიწყო, გამოცდები კი 8 ივნისიდან დაიწყება

🔹2026 წლის კურსდამთავრებულთა ინტერესების გათვალისწინებით, წლის ბოლომდე დაინიშნება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების სესია, სადაც მაძიებელს, რომელიც ვერ გავა საგაზაფხულო სესიაზე, საშუალება მიეცემა გამოცდის ჩაბარების.
დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე https://rama.moh.gov.ge/ გამოცდების დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

🔷ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება იწყება🔷 ერთიანი დიპლომ...
14/05/2026

🔷ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე საბუთების მიღება იწყება
🔷 ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების 2026 წლის სესიაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად 19 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე:
http://onlinereg.moh.gov.ge/login.html
➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე - https://rama.moh.gov.ge/geo/list/show/902-ertian-diplomisshemdgom-sakvalifikatsio-gamotsdaze-registratsia-itskeba
🔷️ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2026 წლის სესიაზე, განაცხადების მიღება განხორციელდება 19 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 13:00 სთ-დან-14:00 სთ-მდე), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მის: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 144 (– 2 სართული, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან)
➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე - https://rama.moh.gov.ge/geo/list/show/903-sakhelmtsifo-sasertifikatsio-gamotsdaze-registratsia-itskeba

🩺12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა🤍თითოეული ექთნის პროფესიონალიზმი, პაციენტებზე ყოველდღიური ზრუნვა და ჯანმრთელობისა და...
12/05/2026

🩺12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა

🤍თითოეული ექთნის პროფესიონალიზმი, პაციენტებზე ყოველდღიური ზრუნვა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.

Address

ა. წერეთლის 144
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო:

Share