27/04/2021
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს 4-პუნქტიანი ინიციატივის უზრუნველსაყოფად გამოიყო 2 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ხელშეწყობას და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის 4 პუნქტიანი გეგმა გულისხმობს:
-არტისტების მხარდაჭერას (ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეი)
-შემოქმედებით და ტექნიკურ პოზიციებზე დასაქმებული პირების მხარდაჭერას (ვიჯეი, ხმის ინჟინერი, არტისტის მენეჯერი, ბუქერი, განათების სპეციალისტი, მუსიკალური სივრცის მენეჯერი)
-თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკის სივრცეების საიჯარო და კომუნალური ვალდებულებების მხარდაჭერას (ღამის კლუბი, პრეკლუბი, მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე)
-ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემაში შემავალი ორგანიზაციებისა და კოლექტივების ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას (ფესტივალი, ღონისძიება და წვეულებათა სერია, საგანმანათლებლო სკოლა, მუსიკალური ლეიბლი, ფირფიტების მაღაზია, არტისტების სააგენტო, ონლაინრადიო ან FM რადიოსადგური, ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა.)
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც გამოირჩევიან საზოგადოებრივ სივრცეებში ცოდნის გაზიარებითა და რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობით და ამით უზრუნველყოფენ თავისუფალი, შემოქმედებითი პროცესების უწყვეტ, შეუფერხებელ დინებას.
დაფინანსების მისაღებად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროცედურებს, წესებს და კრიტერიუმებს, აგრეთვე სააპლიკაციო ფორმას, რომლის საშუალებითაც ხდება განაცხადის გაგზავნა
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდზე:
www.act4culture.com
სარგებლობა შეუძლია თბილისის მასშტაბით არსებულ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში შემავალ ორგან...