Artlines Ge

Artlines Ge გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" დარს?

📚 ჩვენი სიახლე!!!📚აღმოაჩინე კაცობრიობის უძველესი საწყისები — თქვენს წინაშეა სერია CUNEUM! 📚 „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და ...
08/06/2026

📚 ჩვენი სიახლე!!!

📚აღმოაჩინე კაცობრიობის უძველესი საწყისები — თქვენს წინაშეა სერია CUNEUM!

📚 „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოება“ (SABC) წარმოგიდგენთ ახალ, ფუნდამენტურ საგამომცემლო სერიას:

📚CUNEUM 1 - ხეთური დაკრძალვის რიტუალი
📚CUNEUM 2 - "ჭირი" ხეთურ ტექსტებში
📚CUNEUM 3 - ძველახლოაღმოსავლური კანონები

🔺 რას ნიშნავს CUNEUM?
ლათინურად ეს ცნება „სოლს“ ნიშნავს. შესაბამისად, სერია მთლიანად ეძღვნება ლურსმნული დამწერლობით შესრულებულ ტექსტებს. კერძოდ, მასში თავმოყრილია ძველაღმოსავლური ენებიდან შესრულებული აკადემიური ქართული თარგმანები და ვრცელი კომენტარები.
🎯 ჩვენი მიზანია შეიქმნას ლურსმნული წყაროების ერთიანი, მყარი კორპუსი, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს დაეხმარება თავიანთი ძიებების სრულიად ახლებურად გააზრებაში.
📜 რატომ არის ეს სერია მნიშვნელოვანი?
სწორედ ლურსმნულ წერილობით წყაროებში ვხვდებით ყველა იმ საწყისს, რაზეც შემდგომში აგებულია მთელი მსოფლიო ლიტერატურა, სამართალი, ისტორია და კულტურა.

🛒 გამოცემების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობაში acad.ge: http://acad.ge/index.php?run=product/category&c=1506_3323
👉 ასევე მაღაზია ლატერნაში: laterna.ge/ka
📍 acad.ge 🔗

#განათლება #მეცნიერება #აკადემიურიწიგნი

ჩვენ ვბეჭდავთ წიგნებს 1 ცალიდან #განათლება  #მეცნიერება  #აკადემიურიწიგნი
06/06/2026

ჩვენ ვბეჭდავთ წიგნებს 1 ცალიდან
#განათლება #მეცნიერება #აკადემიურიწიგნი

🏃‍♂️📚 წერა თუ სირბილი? რა არის მურაკამის წარმატების საიდუმლო?ალბათ უხვად მოინახება ადამიანი, ვისაც წაკითხული აქვს ჰარუკი...
05/06/2026

🏃‍♂️📚 წერა თუ სირბილი? რა არის მურაკამის წარმატების საიდუმლო?
ალბათ უხვად მოინახება ადამიანი, ვისაც წაკითხული აქვს ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ ან „კაფკა პლაჟზე“ , მაგრამ გაცილებით ცოტამ იცის მისი ბიოგრაფიის შესახებ.

გაინტერესებთ, როგორია მისი რუტინა და როგორ წერს ის?
ჰარუკი მურაკამის ცხოვრებისეული მოგზაურობა შედგება ორი ძირითადი გატაცებისგან:
1️⃣ წერა ✍️
2️⃣ სირბილი 🏃‍♂️

გაიგეთ მეტი მურაკამის დისციპლინირებული ცხოვრების წესზე, რომელიც ხაზს უსვამს თანმიმდევრულობის მნიშვნელობას, ინტენსივობასთან შედარებით. მისი მემუარები გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება ფიზიკური ვარჯიში და ფოკუსირებული მუშაობა ცხოვრების მეტაფორებად იქცეს.

🎧 უსმინეთ პოდკასტს Youtube-ზე და Youtube Music-ზე:
👇👇👇
https://www.youtube.com/watch?v=5zV0KUuk1Yo
#ჰარუკიმურაკამი #წიგნები #საკითხავი #ლიტერატურა #ბიოგრაფია #პოდკასტი #ჯაბადიხამინჯია

#ფსიქოლოგია #ფინანსურიგანათლება #წარმატება #მოტივაცია ჯაბა დიხამი...

❤️ დღეს თენგიზ ჩანტლაძის დაბადების დღეა!ვისაც გახსოვთ და გიყვართ - უყურეთ მის სპექტაკლებს ჩვენს არხზე და ისიამოვნეთ❤️ ht...
05/06/2026

❤️ დღეს თენგიზ ჩანტლაძის დაბადების დღეა!
ვისაც გახსოვთ და გიყვართ - უყურეთ მის სპექტაკლებს ჩვენს არხზე და ისიამოვნეთ

❤️ https://www.youtube.com/playlist?list=PLsZQynT5o9_6wa0S2p-HE6G5wuWL6Ua9n

#თენგიზჩანტლაძე #თეატრი #იუმორი

🎭 „ყველაფერი, რაც ხდება... რაღაცნაირად ჩვეულებრივია, მაგრამ ამავე დროს – უნიკალური.“გსმენიათ თორნთონ უაილდერის „ჩვენი ქა...
04/06/2026

🎭 „ყველაფერი, რაც ხდება... რაღაცნაირად ჩვეულებრივია, მაგრამ ამავე დროს – უნიკალური.“

გსმენიათ თორნთონ უაილდერის „ჩვენი ქალაქი“ (Our Town)? ეს არის მეოცე საუკუნის ამერიკული დრამატურგიის ნამდვილი შედევრი, პიესა, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობაზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და სიკვდილზე მოგვითხრობს, თუმცა რეალურად, სიცოცხლის ყოველი წამის უდიდეს ფასეულობაზე დაგვაფიქრებს.

✨ ქართველი მკითხველისთვის ეს წიგნი კიდევ უფრო განსაკუთრებული და ახლობელია!
პიესის ქართული თარგმანი გენიალურ რეჟისორსა და ხელოვანს, რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. მან საოცარი ლიტერატურული ტრანსფორმაცია მოახდინა – ამერიკული პატარა ქალაქის კონტექსტი, თავისი იუმორითა და სევდით, თბილ, ნოსტალგიურ და კოლორიტულ ქუთაისს მოარგო. გაბრიაძისეულმა ხედვამ პერსონაჟები ჩვენს მეზობლებად, ხოლო მათი ისტორიები – ჩვენს საკუთარ მოგონებებად აქცია.

თუ გსურთ, ხელახლა აღმოაჩინოთ ცხოვრების მშვენიერება უაილდერის სიღრმითა და გაბრიაძისეული ქუთაისური სითბოთი, ეს წიგნი აუცილებლად უნდა გედოთ თაროზე.

📖 შეიძინეთ წიგნი ონლაინ, „ლატერნას“ მაღაზიაში:
👉 https://laterna.ge/ka/shop/33996-chveni-qalaqi
ასევე ჩვენთან გამომცემლობაში: https://acad.ge/index.php?run=product/product&c=1466_1467&id=23904

#თორნთონუაილდერი #ჩვენიქალაქი #რეზოგაბრიაძე #ლატერნა #ქართულითარგმანი #საკითხავი #ლიტერატურა

აღმოაჩინე თიხის ფირფიტებზე დაწერილი ჩვენი წარსული!ბევრს სმენია ხათების, ქასქებისა თუ მუსქების შესახებ, მაგრამ რა ვიცით მ...
02/06/2026

აღმოაჩინე თიხის ფირფიტებზე დაწერილი ჩვენი წარსული!

ბევრს სმენია ხათების, ქასქებისა თუ მუსქების შესახებ, მაგრამ რა ვიცით მათზე სინამდვილეში? ავტორი ეყრდნობა უძველეს ხეთურ და ასურულ ლურსმნულ წყაროებს, რათა პასუხი გასცეს კითხვებს:

ხათები: ვინ იყვნენ ანატოლიის უძველესი ბინადრები და რა კავშირი აქვთ მათ ქართველურ სამყაროსთან?

ქასქები: რატომ იყვნენ ეს მეომარი ტომები ხეთების იმპერიის მუდმივი თავის ტკივილი და რა როლი ითამაშეს ჩვენს წინაპართა ჩამოყალიბებაში?

მუსქები: როგორ და რატომ გაჩნდნენ ისინი რეგიონში და სად გადის ზღვარი ლეგენდასა და ისტორიულ სიმართლეს შორის?

„ტექსტები, რომლებიც ახლებურად დაგვაფიქრებს ჩვენს ისტორიაზე“ — ეს წიგნი გვაჩვენებს, რომ ჩვენი ეთნოგენეზისი არა იზოლირებული პროცესი, არამედ ახლო აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციების განუყოფელი ნაწილია.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობაში: acad.ge
ასევე მაღაზია „ლატერნაში“: https://laterna.ge/ka/shop/31103-qartvelur-tomta-etnogenezisis-sakitkhebi

#განათლება #ისტორია #აკადემიურიწიგნი

📚 აღმოაჩინეთ ირანული პროზის მარგალიტებიგამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ წარმოგიდგენთ გამორჩეულ კრებულს, რომელიც XX საუკუნ...
02/06/2026

📚 აღმოაჩინეთ ირანული პროზის მარგალიტები
გამომცემლობა „აკადემიური წიგნი“ წარმოგიდგენთ გამორჩეულ კრებულს, რომელიც XX საუკუნის 60-იანი წლების ირანული ლიტერატურის სულსა და გულს გადაგიშლით.
ავტორები: ღოლამჰოსეინ საედი, ფერიდუნ თონქაბონი და ჯამალ მირ სადეყი.

ეს არის მოგზაურობა სამი დიდი ირანელი მწერლის სამყაროში, რომლებსაც საერთო სევდა და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული აერთიანებთ.
„პატარა ადამიანების“ დიდი ცხოვრება, მათი ტკივილი, სიხარული და მუდმივი ბრძოლა უკეთესი ხვედრისთვის.
წიგნში ოსტატურადაა შერწყმული სოციალური პრობლემები და პერსონაჟთა ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი.

🔍 გამოცემის შესახებ:
თარგმანი: სპარსულიდან თარგმნა მზია ივანიშვილმა.

მიძღვნა: წიგნი ეძღვნება დიდი მეცნიერისა და პიროვნების, ალექსანდრე გვახარიას ნათელ ხსოვნას.

📖 შინაარსი ერთი თვალის გადავლებით:
ღოლამჰოსეინ საედი: „ბედკრულები“, „ციებ-ცხელება“, „ხანძარი“.
ჯამალ მირ სადეყი: „ორი ძმა“, „მზე ქვეყნის მანათობელი“.
ფერიდუნ თონქაბონი: „მიწის ტუსაღი“.

✨ გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა აღმოსავლური სიბრძნითა და თანამედროვე კლასიკით!

#ლიტერატურა #აღმოსავლეთი #აკადემიურიწიგნი #განათლება #ირანულიპროზა #ახალიწიგნი

აკადემიური წიგნი, 2016, 128 გვ.  ISBN 978-9941-9465-8-5 #ლიტერატურა #აღმოსავლეთი #აკადემიური წიგნი #განათლება   სპარსულიდან თარგმნა მზ...

ბუ, რომელიც ღმერთი ეგონათჯეიმს თურბერი (1894-1962)(ინგლისურიდან თარგმნა ნინო ღამბაშიძემ)ჯეიმს თურბერის ეს იგავი კარგი მა...
29/05/2026

ბუ, რომელიც ღმერთი ეგონათ
ჯეიმს თურბერი (1894-1962)
(ინგლისურიდან თარგმნა ნინო ღამბაშიძემ)

ჯეიმს თურბერის ეს იგავი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბრმა რწმენამ და კრიტიკული აზროვნების ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

ერთხელ, უკუნეთ ღამეში, მუხის ტოტზე ბუ იჯდა. ორმა თხუნელამ ჩუმად ჩავლა დააპირა, ეგება ვერ შეგვამჩნიონო.
- ჰოოუ! - დაიძახა ბუმ.
- ვინ გვეძახის? - აკანკალებული ხმით იკითხეს მათ შიშისა და გაოცებისგან, რადგან ვერ დაიჯერეს, რომ ასეთ წყვდიადში მათი დანახვა ვინმეს შეეძლო.
- ჰუუჰ და უუჰ! - თქვა ბუმ.
თხუნელები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას და ტყე-მინდვრის ყველა ბინადარს ამცნეს: ბუ ყველაზე დიდი და ბრძენი არსებაა, რადგან სიბნელეშიც ხედავს და ყველა კითხვაზე პასუხიც იცისო.
- მაგას მე შევამოწმებ, - თქვა ფრინველთმდივანმა და ერთ პირქუშ ღამეს ბუს ესტუმრა.
- აბა, მითხარი, რამდენი ბრჭყალი მაქვს აწეული? - ჰკითხა ფრინველმდივანმა.
- ოოოჰ - მიუგო ბუმ და მართალიც აღმოჩნდა.
- შეგიძლია მომიძებნო „ესე იგი“-ს ან „კერძოდ“-ის ნაცვალი სხვა გამოთქმა? - კვლავ ჰკითხა ფრინველმდივანმა.
- უ-ჰუ, - თქვა ბუმ.
- რატომ აკითხავს მიჯნური თავის სატრფოს?
- უუუჰ... - თქვა ბუმ.
ფრინველმდივანი სასწრაფოდ დაბრუნდა სხვებთან და დაადასტურა: ბუ მართლაც ყველაზე დიდი და ბრძენი ცხოველია ამქვეყნად, რადგან სიბნელეშიც ხედავს და ყველა კითხვაზე პასუხიც იცისო.
- ნუთუ დღისითაც ხედავს? - იკითხა წითელმა მელამ.
- კი, ხედავს, - უპასუხეს წრუწუნამ და ფრანგულმა პუდელმა.
- ნუთუ მართლა ხედავს დღისითაც? - არ ცხრებოდა მელა.
სხვა ცხოველებმა ხმამაღლა დასცინეს ამ სულელური კითხვის მთქმელს, თავს დაესხნენ წითელ მელასა და მის მეგობრებს და იქაურობიდან გააძევეს. შემდეგ კი ბუს შიკრიკი გაუგზავნეს და სთხოვეს, მათი წინამძღოლი გამხდარიყო.
როდესაც ბუ ცხოველთა წინაშე გამოჩნდა, შუადღე გადასულიყო და მზე კაშკაშებდა. ბუ ძალიან ნელა მოაბიჯებდა, რაც მას განსაკუთრებულ ღირსებას სძენდა; ირგვლივ დიდი, გაშტერებული თვალებით იყურებოდა, რაც მას უზომოდ მნიშვნელოვან იერს აძლევდა.
- ის ღმერთია! - დაიკივლა ჩასუქებულმა დედალმა.
სხვებმაც მაშინვე აიტაცეს: - ის ღმერთია!
სადაც ბუ მიდიოდა, ყველა უკან მიჰყვებოდა; როცა ის რამეს დაეჯახებოდა, ისინიც მაშინვე ეჯახებოდნენ. ბოლოს ბუ ბეტონის ტრასაზე გავიდა და შუა გზას გაჰყვა, ცხოველებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ.
ამ დროს ერთმა ქორმა, რომელიც მეწინავედ მიდიოდა, დაინახა, რომ მათკენ დიდი სიჩქარით სატვირთო მანქანა მოჰქროდა. მან ფრინველთმდივანს აცნობა, ფრინველთმდივანმა კი - ბუს.
- წინ საფრთხეა! - უთხრა ფრინველთმდივანმა.
- ჰოო? - იკითხა ბუმ.
ფრინველმთდივანმა აუხსნა, რა საფრთხეც იყო.
- ნუთუ არ გეშინია? - ჰკითხა მან.
- უუჰ? - მშვიდად იკითხა ბუმ, რადგან მანქანას საერთოდ ვერ ხედავდა.
- ის ღმერთია! - კვლავ ყვიროდნენ ცხოველები და ჯერ კიდევ გაჰკვიროდნენ: „ის ღმერთიაო“, როცა სატვირთო მანქანა დაეჯახა და გადაუარა მათ.
ზოგიერთი ცხოველი მხოლოდ დაიჭრა, მაგრამ უმეტესობა, ბუსთან ერთად, ადგილზევე გაიჭყლიტა.
მორალი: შეგიძლია ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან დიდხანს ატყუო .

ჯეიმს თურბერი, ბუ რომელიც ღმერთი ეგონათ, ქართული იუთუბი, ლიტერატურა, იგავი, სატირა, კრიტიკული აზროვნება, წიგნების მიმოხილვა, მოთხრობის გარჩევა,
James Thurber, The Owl Who Was God, აუდიო წიგნები, ფილოსოფია.

#ჯეიმსთურბერი #ლიტერატურა #იგავი #აკადემიურიწიგნი #ბურომელიცღმერთიეგონათ #წიგნები #განათლება #სატირა #ქართული #კრიტიკულიაზროვნება

“ომში ყველა იბრძვის, მაგრამ წინ მხოლოდ გმირები დგანან.”  ხეთების მეფე მურსილი II (ქ.წ. XII ს.)ხეთური სამეფო დღიურებიხეთუ...
29/05/2026

“ომში ყველა იბრძვის, მაგრამ წინ მხოლოდ გმირები დგანან.” ხეთების მეფე მურსილი II (ქ.წ. XII ს.)

ხეთური სამეფო დღიურები
ხეთურიდან თარგმნა მაია ღამბაშიძემ

იკითხეთ გამომცემლობაში:
http://acad.ge/index.php?run=product/product&id=23973
ასევე წიგნის მაღაზია "ლატერნაში"
https://laterna.ge/ka/shop/41035-kheturi-samepo-dgiurebi

ვეზირ პტაჰოტეპის დარიგება თავის ვაჟს (ქ.წ. 2400 წ., ძვ. ეგვიპტე)1. ნუ იამაყებ შენი ცოდნით; თანაბარი პატივით ესაუბრე როგო...
27/05/2026

ვეზირ პტაჰოტეპის დარიგება თავის ვაჟს (ქ.წ. 2400 წ., ძვ. ეგვიპტე)
1. ნუ იამაყებ შენი ცოდნით; თანაბარი პატივით ესაუბრე როგორც უცოდინარს, ისე ბრძენს. რამეთუ ხელოვნებასა და ცოდნას საზღვრები არ აქვს და არ არსებობს ხელოვანი, რომელიც სრულყოფილებას მიაღწევდა. ბრძნული და დახვეწილი სიტყვა უფრო იშვიათია, ვიდრე ზურმუხტი.
2. თუ შეხვდები ადამიანს, რომელმაც შენზე მეტი იცის, ნუ განრისხდები, თუ ის არ დაგეთანხმება. ნუ იტყვი მასზე აუგს და ნუ შეეწინააღმდეგები საუბრისას. თუ ის ისე მოგმართავს, როგორც უცოდინარს, შენი თავმდაბლობა დაამარცხებს მის მედიდურობას.
3. თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც შენი ტოლია და გონიერებით ვერ გჯობს, ნუ დადუმდები, როცა ის სიცრუესა და ბოროტებას ამბობს. ასე აჩვენებ, რომ მასზე ბრძენი ხარ. მსმენელთაგან დიდ მოწონებას დაიმსახურებ და შენი სახელი დიდებულთა შორისაც განდიდდება.
4. თუ შეხვდები ადამიანს, რომელიც ღარიბია და შენი ტოლი არ არის, ნუ მოეპყრობი ქედმაღლურად მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაბალი ფენიდანაა. აცადე და ის თავადვე გაებმება თქავისივე სიტყვებში. ნუ დაუსვამ კითხვებს მხოლოდ შენი გულის გასახარებად და ნუ განურისხდები, ვინც შენ წინაშე დგას; სათაკილოა უბრალო ცოდნის ადამიანის დაბნევა და შეცხვენა. თუ გულში მის დასჯას აპირებდი, დაძლიე ეს სურვილი, როგორც დიდებულთაგან დაწუნებული საქციელი.
5. თუ ხარ წინამძღოლი, რომელიც მართავს მრავალი ადამიანის ყოფას, ყოველთვის ეცადე, იყო კეთილგანწყობილი, რათა შენი ქცევა უნაკლო იყოს. დიდებულია სიმართლე, რომელიც სწორ გზას ადგენს; კანონის დამრღვევი აუცილებლად დაისჯება. კანონს ანგარებიანი კაცი არღვევს, მაგრამ ბოროტმოქმედების ჟამი მარადიული არ არის.
6. ნუ დათესავ შიშს ადამიანებს შორის, რამეთუ ამისთვის ღმერთიც დაგსჯის. წარმატებას ის კი არ აღწევს, ვინც ხალხს აშინებს, არამედ ის, ვინც გასცემს და ეხმარება უპოვარს.
7. თუ ხარ შენზე აღმატებული კაცის სტუმარი, მიიღე ის, რასაც შემოგთავაზებს. როცა შენს მასპინძელს უყურებ, ნუ მიაშტერდები მას მრავალი მზერით. ნუ დაელაპარაკები, სანამ თავად არ მოგმართავს, რადგან არ იცი, რა შეიძლება იყოს მისთვის მიუღებელი. ილაპარაკე მაშინ, როცა ის შეგეკითხება და ასე შენი სიტყვა სათნო იქნება მისთვის.
8. თუ ხარ ელჩი, გზავნილი გადაეცი ზუსტად ისე, როგორც მან გითხრეს. მოერიდე შენი სიტყვებით შუღლის ჩამოგდებას. ნუ გადაუხვევ სიმართლეს და ნურავის ეტყვი, თუ ვინმემ - იქნება ეს უფლისწული თუ გლეხი - გულის გადაგიშლა; სხვისი საიდუმლოს გაცემა სულისთვის საძაგელი საქმეა.
9. თუკი მოხანი, მოიმკე შენი მოსავალი ყანაში და ღმერთი მოგმადლებს სიმდიდრეს. ნუ შეგშურდება სხვისი; რამეთუ დიდებულ მამასაც კი შეიძლება დიდი დარდი ჰქონდეს, ხოლო მრავალშვილიან დედას ხშირად ნაკლები სიმშვიდე აქვს, ვიდრე სხვას. ჭეშმარიტად, ყოველი ადამიანი თავისი ბედისწერით არის შექმნილი ღვთის მიერ.
10. თუ ხარ უბრალო კაცი, მიაყურადე ბრძენს. თუ იცნობდი ვინმე უმნიშვნელო ადამიანს, რომელიც მოგვიანებით საზოგადოებაში დაწინაურდა და მაღალი ჩინი მიიღო, ნუ იქნები მის მიმართ ამპარტავანი იმის გამო, რაც მის წარსულზე იცი; პატივი ეცი დაწინაურებულ კაცს იმის მიხედვით, ვინც ის დღეს გახდა. იცოდე, სიმდიდრე თავისით არ მოდის; ის მიეცემა მას, ვისაც მისი მოპოვება სურს. თუ კაცი იშრომებს და თავად შეაგროვებს მას, ღმერთი მას წარმატებულს გახდის, ხოლო თუ ზარმაცი იქნება - დასჯის.
11. მიჰყევი შენს გულს მთელი სიცოცხლის მანძილზე და ნუ გააკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე გევალება. ნუ დახარჯავ ფუჭად იმ დროს, რომელიც შენი გულისთქმის მიყოლისთვის უნდა დაგეთმო.
#განათლება #აკადემიურიწიგნი #მეცნიერება

Address

Tbilisi
0179

Telephone

599960904

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artlines Ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Artlines Ge:

Share