01/06/2026
📱კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონში WhatsApp-ის აპლიკაციით ყველაზე სწრაფად „სილქნეტის” აბონენტები რეკავდნენ.
🟦სილქნეტი - 3.26 წამი
🟥მაგთიკომი - 3.32 წამი
🟪სელფი მობაილი - 3.35 წამი
📲კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგი სამეგრელოში 2026 წლის მარტში ჩაატარა. მონიტორინგი ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ETSI-ის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარდა. დეტალური ანგარიში იხილეთ https://shorturl.at/X0tCS