EU Integration Committee, Parliament of Georgia

EU Integration Committee, Parliament of Georgia საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი Present Chairperson Maka Botchorishvili

04/09/2026
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა.
16/06/2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა.

01/06/2026
🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პირველი 3 თვის შეს...
06/05/2026

🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პირველი 3 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

🔹 ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

🔹 აღინიშნა, რომ 2026 წლის I კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაცია შენარჩუნებულია ზომიერ ფარგლებში.

🔹 ხაზგასასმელია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ ევროკავშირია, რომლის წილი 21.4%-ს შეადგენს.

🔹 კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, მთავარ პრიორიტეტად რჩება, აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები კიდევ უფრო მეტად აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს.🔹 კომიტეტის წევრებმა...
30/04/2026

🔹 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს.

🔹 კომიტეტის წევრებმა თორნიკე ფაღავას საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

🔹 დღეს ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასოცირებ...
17/04/2026

🔹 დღეს ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

🔹 ანგარიში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროების გაყოფის შემდეგ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიშის განხილვა საკომიტეტო ფორმატში პირველად მოხდა.

🔹 განსახილველ თემას წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული და მუნიციპალური განვითარება და ამ მხრივ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

🔹 ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმზე. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდის მნიშვნელობას.

🔹 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შ...
16/04/2026

🔹 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.

🔹 შეხვედრაზე განიხილეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივ დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯები.

🔹 მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებას.

🔹 დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეო...
15/04/2026

🔹 დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარადგინა.

🔹 ცვლილებით ინერგება ახალი, C5 კატეგორიის ორდინარული ვიზა, რომელიც წარმოადგენს მრავალჯერად მოკლევადიან ვიზას და მის მფლობელს 5 წლის განმავლობაში საქართველოში 1 წლამდე ყოფნის უფლებას ანიჭებს.

🔹 აღნიშნული ვიზა განკუთვნილია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოდიან და პარალელურად დისტანციურად მუშაობენ უცხოეთში რეგისტრირებული პირის ან კომპანიისთვის. ვიზის გაცემა ასევე შესაძლებელი იქნება მათ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.

🔹 ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საკონსულო მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობების განახლებას. კერძოდ, ვიზის განაცხადის საფასური განისაზღვრა 20-დან 500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მის კონკრეტულ ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს.

🔹 ცვლილების მიზანია მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორების მოზიდვა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული და ბიზნეს ჰაბის, პოზიციების გაძლიერება. ცვლილება ხელს შეუწყობს ტურიზმის და მომსახურების სფეროების განვითარებას, ასევე, უცხოური ვალუტის დამატებით შემოდინებას.

🔹 ასევე, განისაზღვრა, რომ ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

🔹 ამასთან, C5 კატეგორიის ვიზასთან მიმართებით დამატებით განისაზღვრა, რომ მიგრაციული რისკების გათვალისწინებით, ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი ორგანოს დასკვნას დაეფუძნება, თუმცა, დასაბუთების ვალდებულება არ იარსებებს.

🔹 დაზუსტდა ვიზის გაცემაზე უარის გასაჩივრების საკითხიც. კერძოდ, გასაჩივრება აღარ იქნება შესაძლებელი სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან საიმიგრაციო პოლიტიკის საფუძვლებზე ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევებში.

Address

რუსთაველის გამზირი 8, თბილისი, საქართველო/Rustaveli Avenue 8.
Tbilisi
0118

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

+995322281516

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EU Integration Committee, Parliament of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to EU Integration Committee, Parliament of Georgia:

Shortcuts

Share