GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
ცხელი ხაზი 15 20

Georgian Competition and Consumer Agency
Hotline 15 20

04/09/2026
🔷 📚 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ...
04/09/2026

🔷 📚 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.

💻 დისტანციურ ფორმატზე მორგებული სასწავლო-პრაქტიკული კურსი სააგენტოს სასწავლო კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა და პროგრამა GCCA-ის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკაზე მორგებულ თეორიულ მოდულებს, მენტორობის სისტემასა და რეალურ პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა.

🟩 სტუდენტებმა ინტენსიური პრაქტიკა შესაბამის დეპარტამენტებში, ცენტრის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკით გაიარეს - ერთთვიანი კომპლექსური პროგრამა 31 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბერს დასრულდა. უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალო ჩართულობით, მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეძლეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტების მოტივაცია და ონლაინ-სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაცია წარმატებულად შეაფასეს.
📖 ვრცლად იხ.: https://shorturl.at/rKsr1
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/d83wS

www.ekalata.gov.ge - აგვისტოს თვის ფასების დინამიკა🛒 აგვისტოს განმავლობაში *www.ekalata.gov.ge*-ზე წარმოდგენილი 13 საბაზ...
03/09/2026

www.ekalata.gov.ge - აგვისტოს თვის ფასების დინამიკა

🛒 აგვისტოს განმავლობაში *www.ekalata.gov.ge*-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

📉 სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 5-11 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა და 37.41 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 37.45 ლარი იყო.

📉 რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 8-9 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა და 25.23 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 26.84 ლარი იყო.

ℹ️ საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 29.7%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 0.5%-ით.

➡️ www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

📈 აგვისტოს თვის ფასების დინამიკა იხილეთ გრაფიკზე.
📖 ვრცლად იხ.: https://shorturl.at/ZF3PX
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/Rn0YV

🔵 GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.📊 მომხმარებლის უფლებებ...
02/09/2026

🔵 GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

📊 მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, GCCA-ში - 1 758 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110 %-ით არის გაზრდილი.

📈 საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 227 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 516 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 114 მოვაჭრეს - 268 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 289 663 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე - 134 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

🔹ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 69 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 31 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 81 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 3 %, ქვემო ქართლი 2 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2 % და სხვ.
📖 ვრცლად იხ.: https://shorturl.at/nvJnK
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/KAtuD

🌏 კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი უწყებების აქტივობების საერთაშორისო მიმოხილვა...
01/09/2026

🌏 კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი უწყებების აქტივობების საერთაშორისო მიმოხილვა - აგვისტო, 2️⃣0️⃣2️⃣6️⃣

➡️ დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
📖 ვრცლად იხ.: https://shorturl.at/aWYxz

🔶 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.🔷 სააგენტომ საქმის შესწ...
01/09/2026

🔶 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.

🔷 სააგენტომ საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.

➡ მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული.

✔ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.

🔎 კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს და, ამასთან, არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა.
📖ვრცლად იხ.: https://shorturl.at/XekzP
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/d5oNq

01/09/2026

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. უ....

🔷 საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარ...
31/08/2026

🔷 საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.

🛒 www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 14 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“ და „ზღაპარი“.

➡ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.
დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს. აგვისტოს მონაცემებით, პორტალზე განთავსებულ ერთეულ პროდუქციაზე ფასდაკლებული თანხების ჯამი 2 265.5 ლარია, საშუალოდ ერთ სავაჭრო ქსელზე კი დანაზოგი 161.82 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, აგვისტოში ლიდერი სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ იყო.
📖ვრცლად იხ.: https://shorturl.at/UUMpH
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/qzVhR

🔷 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გორგიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ...
27/08/2026

🔷 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გორგიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, კერძოდ, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადასტურა.

🔹საქმის შესწავლის შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც მომხმარებლებისთვის მათი კანონიერი უფლებების, განსაკუთრებით კი კანონისმიერი გარანტიით სარგებლობის თაობაზე მცდარი და ორაზროვანი წარმოდგენის შექმნაში გამოიხატებოდა.

➡ კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში იყო და ორწლიან სავალდებულო გარანტიას ითვალისწინებდა, ინდივიდუალური კომუნიკაციისას და საგარანტიო ტალონებში საქონელზე მხოლოდ ერთწლიანი გარანტია იყო მითითებული, რომელიც, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული დეტალით, მაგალითად, მხოლოდ ძრავით, იზღუდებოდა. ასევე, ქარხნული წუნის შემთხვევაში საქონლის შეცვლის უფლება 14 კალენდარული დღით იყო შეზღუდული, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

➡ სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა ატარებს ილუზორულ ხასიათს, რაც მომხმარებლებს უქმნის მცდარ წარმოდგენას მათი უფლებების დაცვის ვადის შესახებ.

🔎 მოვაჭრის ქმედება, რომელიც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კანონისმიერი დაცვის ვადა მხოლოდ ერთი წელია, შესაძლოა, მას ისეთი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდეს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაციის გარეშე არ მიიღებდა.

✔ შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, დადასტურდა შპს „გორგიას“ მხრიდან კანონით დადგენილი ინფორმაციის მკაფიოდ, გასაგებად, უტყუარად და სრულად მიწოდების ვალდებულების დარღვევისა და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
📖 ვრცლად იხ.: https://shorturl.at/kf7Rb
𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝗻 𝗘𝗻𝗴𝗹𝗶𝘀𝗵 𝗵𝗲𝗿𝗲: https://shorturl.at/8ye2q

Address

დ. აღმაშენებლის გამზირი N154
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322440770

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო:

Shortcuts

Share