დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალური გვერდი

16/09/2026

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი დევნილთათვის მიმდინარე მშენებლობების შესახებ

27/08/2026

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.კენჭისყრის  შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვ...
27/08/2026

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის.🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძუ...
25/08/2026

🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

➡︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/Hod8E

21/08/2026

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.

ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბორჯომში მცხოვრებ დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სრულად გადაიჭრება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

ბორჯომში,  150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო დ...
21/08/2026

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.

ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბორჯომში მცხოვრებ დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სრულად გადაიჭრება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.

🔹 სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედრ...
20/08/2026

🔹 სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ.

↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1&id=202608201658104817876745

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, საბინაო რესურსის გათვალისწინებით, დამატებით მიმდინარეობს ერთოთახიანი ბინის მიღების კანდიდატი იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3.5 ან 4 ქულა.

საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

▪︎ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც თბილისის ბინების განაწილების კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ და საჭიროებენ დამატებით განმარტებას შესაძლებლობა აქვთ მომართონ სააგენტოს. მიღება 21, 22, 24, 25 და 26 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა.).

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლება...
18/08/2026

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილი პირობების, მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წეროვნის საჯარო სკოლაც დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეებისთვის შექმნილ პირობებს. ასევე, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებ, რომლებიც დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებსა და ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით მიეწოდებათ.

სტუმრებმა დევნილ ოჯახთანაც გამართეს შეხვედრა, გაეცნენ მათ საცხოვრებელ გარემოსა და გამოცდილებას.

წეროვანში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1&id=202608201658104817876745

12/08/2026

🔹 თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის პარალელურად 3 ქალაქში - რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს:

▪️ რუსთავში, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 4 კორპუსს აერთიანებს.
▪️ ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 1 კორპუსი შენდება,.
▪️ ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 7 კორპუსი შენდება.

🔹 ყველა პროექტი, თბილისის მსგავსად, ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

12/08/2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

Address

Tamarashvili Str. 15a
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322510026

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო:

Shortcuts

Share