25/05/2022
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დონალდ რამსფელდის სახელობის ოთახი გაიხსნა, რომლის ინიციატორები არიან „კამკა ქსელის“ საქართველოს წარმომადგენლები - ხელმძღვანელი თამარ კეკენაძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე
თამარ კეკენაძე: "დღეს, ჩემს მეგობრებთან, ქართველ რამსფელდელებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემია დონალდ რამსფელდის სახელობის სივრცე გავხსენით. 2022 წლის იანვრიდან, უკვე 6 კადეტი იღებს სპეციალურ, დონალდ რამსფელდის სახელობის სტიპენდიას, რომელიც ქართველ რამსფელდელთა ჯგუფმა დავაწესეთ და წლის განმავლობაში მინიმუმ 12 საუკეთესო კადეტს გადავცემთ.
გვინდა, რომ ამ ორი ინიციატივით, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის ხსოვნის მიმართ, ადამიანის, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარი იყო და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში.
ამავდროულად, თვითოეული ჩვენთაგანი თვლის, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების და ზოგადად თავდაცვის ძალების მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
უკვე სექტემბრიდან, ამ ახალ სივრცეში, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.
ჩვენი უღრმესი მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხემძღვანელობას ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერისთვის."