საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia 📖 საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდი.
(470)

საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს უმთავრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. იგი წარმოადგენს საქართველოს მთავარ სახელმწიფო წიგნსაცავს, ქართული ნაბეჭდი ერთეულის დეპოზიტარიუმს, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო-მეთოდურ ცენტრს. The Ilia Chavchavadze National Library of Georgia is the country's foremost scientific library. It

serves as Georgia’s primary state repository of books, a depository of Georgian printed materials, a cultural and educational institution, and the nation's central hub for bibliography, information, and library methodology.

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი (ლ. გუდიაშვილის ქ. N5)  ექსკურსიები განახლდა.  წიგნის მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა ყ...
02/06/2026

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი (ლ. გუდიაშვილის ქ. N5) ექსკურსიები განახლდა.

წიგნის მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წიგნის მუზემში დამთვალიერებელი ნახავს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციას, ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილ პირველნაბეჭ ქართულ წიგნებს, ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკას, ილიას კაბინეტს მისი პირადი საწერი მაგიდით.
ამ მუდმივმოქმედი ექსპოზიციის პარალელურად მუზეუმის სივრცეში პერიოდულად ეწყობა დროებითი გამოფენები არაერთ საინტერესო თემაზე.

მუზეუმში შესვლის საფასური მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი, სხვა ვიზიტორებისთვის - 10 ლარი.

ჯგუფური ტურების მსურველებმა დარეკეთ 032 2 97 16 61

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც მთელი დღის...
01/06/2026

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც მთელი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოწვეულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და მათთვის შედგენილი პროგრამა გააცნო ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ. ის პატარა სტუმრებს ამ დღის დაარსების ისტორიაზე და მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ: „1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - განსაკუთრებული თარიღია, რადგან ეს დღე მთლიანად ბავშვებს, მათ სიხარულს, განვითარებასა და მომავალს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ტრადიციულად, უერთდება ამ დღესასწაულს. ჩვენი სურვილია, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების საცავი არ იყოს. გვინდა, მათთვის ეს სივრცე იქცეს აღმოჩენების, თამაშის, შემოქმედებისა და შთაგონების ადგილად. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელმაც გააერთიანა როგორც ლიტერატურა და ხელოვნება, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები და შემოქმედებითი აქტივობები. ვფიქრობთ, ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად იფიქრონ, იკითხონ, შექმნან და საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ.“

ბავშვები შეხვდნენ მწერალ მარიამ წიკლაურს, რომელიც პატარა სტუმრებს საბავშვო ლიტერატურასა და თავის ნაწარმოებებზე ესაუბრა.

ხატვით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ზაალ სულაკაურის სტუდიის პედაგოგებთან ერთად შექმნეს ნამუშევრები და თავად ზაალ სულაკაურის ავტოგრაფებიც დაიმსახურეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორებმა ბიბლიოთეკის მომავალ მკითხველებს წიგნის რესტავრაციის ტექნიკა გააცნეს.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ცნობილ მხატვარსა და ილუსტრატორს ნინო ჩაკვეტაძეს. მან პატარებს პოეზიის ნიმუშების მხატვრულად გაფორმების მასტერკლასი ჩაუტარა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულთათვის კომპიუტერული თამაშის შექმნის ელემენტები წარმოადგინეს დიზაინისა და ანიმაციის სკოლის წარმომადგენლებმა გიორგი და ელენე აბელაშვილებმა.

მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი მოსწავლეებს „ჰარი პოტერზე“ ესაუბრა; ბავშვებს მოზაიკის ტექნიკა წარუდგინეს სტუდია „მოზაიკოს“ მენტორებმა.

#ეროვნულიბიბლიოთეკა

01/06/2026

მზადება ბავშვთა ღონისძიებისათვის . 1 ივნისი - ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის 🎈

01/06/2026

1 ივნისი - ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის 🎈

29 მაისს „FACTORY TBILISI“-ში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეროვნული ბიბ...
29/05/2026

29 მაისს „FACTORY TBILISI“-ში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეროვნული ბიბლიოთეკაც შეუერთდა.

ღონისძიებაზე ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილებამ წიგნის დამუშავების ვორქშოპი გამართა.

ელექტრონული რესურსების განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი თომაძემ ციფრული კოლექცია "ივერიელი" წარადგინა.

28/05/2026

1 ივნსს, 14:00 საათზე, ფერმწერ-ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე ელის ბავშვებს :)

29-31 მაისს „FACTORY TBILISI“-ში (აკაკი წერეთლის გამზირი N 114) თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. წიგნი...
28/05/2026

29-31 მაისს „FACTORY TBILISI“-ში (აკაკი წერეთლის გამზირი N 114) თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეროვნული ბიბლიოთეკაც უერთდება. 📘📙📗

29 მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორები ვორქშოპს „თუ როგორ აღვადგინოთ დაზიანებული წიგნი“ გამართავენ.

29 მაისს, 11:40 საათზე, ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი თომაძე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ შესახებ ისაუბრებს.

27 მაისს ნიდერლანდელი მწერლის პიტერ ჰენდრიკ ვან მურკერკენ უმცროსის წიგნის „დიდოსტატი იანი - უტრეხტის საკათედრო ტაძრის ხუ...
27/05/2026

27 მაისს ნიდერლანდელი მწერლის პიტერ ჰენდრიკ ვან მურკერკენ უმცროსის წიგნის „დიდოსტატი იანი - უტრეხტის საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვარი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

ნიდერლანდური ენიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო არჩილ ჯავახაძემ.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

27 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას „კონსტანტინე გამსახურდია...
27/05/2026

27 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები“ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში წიგნის „კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)“ - ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 2025 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. მისი შემდგენელია ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი მაია მიქაბერიძე, ხოლო რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სოსო სიგუა.

წიგნში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებთა ნუსხა: რომანები, მოთხრობები, ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები, ესეები; მათ შორისაა ასევე ადრეულ პერიოდიკაში (დამოუკიდებლობამდე, ასევე დამოუკიდებლობის და შემდგომ პერიოდებში) გამოქვეყნებული მეთაური წერილები, რეცენზიები, გამოხმაურებები, ლიტერატურული და პოლიტიკური შინაარსის პუბლიცისტური ტექსტები. გარდა ქართულად გამოსული წიგნებისა და პუბლიკაციებისა, აქ გვხვდება სხვა ენებზე გამოსული მისი თხზულებების ჩამონათვალი.

კონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წიგნი წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ ერთი წიგნის წარდგენა არ არის. ეს არის შეხვედრა ეპოქასთან, შეხვედრა სახელთან, რომელმაც ქართული ლიტერატურა არა მხოლოდ გაამდიდრა, არამედ მას განსაკუთრებული ევროპული მასშტაბი და ინტელექტუალური სიღრმე შესძინა. კონსტანტინე გამსახურდია ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი შემოქმედება აერთიანებს ეროვნულ სულს, ისტორიულ მეხსიერებას, ფილოსოფიურ აზროვნებასა და მაღალ ესთეტიკას“.

კონფერენციაზე, მისასალმებელი სიტყვით, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილიც გამოვიდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი.

Address

გუდიაშვილის 7
Tbilisi
0107

Opening Hours

Monday 09:30 - 20:00
Tuesday 09:30 - 20:00
Wednesday 09:30 - 20:00
Thursday 09:30 - 20:00
Friday 09:30 - 20:00
Saturday 09:30 - 20:00
Sunday 09:30 - 20:00

Telephone

+995322971602

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia:

Share

Category