ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალური გვერდი / Official web page of Anzor Erkomaishvili's Folklore State Centre

ხალხური შემოქმედების კაბინეტი (1936 წელი), ხალხური შემოქმედების სახლი (1937-1980 წლები), ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი (1980-2004 წლები), საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (2005 წლიდან).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის აპრილში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერ

ქომაიშვილის სახელი მიენიჭა და იწოდება, როგორც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს 1936 წლის 9 ნოემბრის 209 ბრძანებით ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან შეიქმნა ხალხური შემოქმედების კაბინეტი, ხოლო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1937 წლის 21 მაისის 290 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სისტემაში დაარსდა ხალხური შემოქმედების სახლი, რომელსაც თითქმის სამოცდაათწლიანი მდიდარი ისტორია აქვს. The Laboratory of Folk Art (1936), the House of Folk Art (1937-1980), the Republican Scientific Methodical Centre of Folk Art and Cultural-Educational Work (1980-2004), legal entity of Public Law (since 2005). According to the decision made by the government of Georgia, the Folklore State Centre was conferred the name of Anzor Erkomaishvili in April, 2021 -currently named the Anzor Erkomaishvili Folklore State Centre
According to the order #290 of the Public Commissar’s Administration for Art, from 9 November, 1936, Laboratory of folk art was created at the premises of the Administration of Art of Georgian SSR, and according to the resolution #290 from 21 May, 1937 House of Folk Art was created at the premises of the Council of Ministers of Georgian SSR, which counted 70-year rich history.

05/06/2026

გელოდებით 6 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში 💫

Შუახევის სალოტბარო სკოლას ვულოცავთ  სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებას 🏆ანზორ ერ...
05/06/2026

Შუახევის სალოტბარო სკოლას ვულოცავთ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებას 🏆

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას და მის ხელმძღვანელს - ეთერ დარჩიძეს ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდო - გრანპრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ გადასცა.

წელს ოლიმპიადაში 30-მდე ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და 800-ზე მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი მონაწილეობდა.

📷აჭარის მთავრობა / Government of Ajara

,,ლხინმა შეჰყარა სოფელი" - ფოლკლორის ცენტრის პროექტი, თბილისში  4-დან 11 ივნისამდე გაიმართება 🎵ანზორ ერქომაიშვილის სახელ...
04/06/2026

,,ლხინმა შეჰყარა სოფელი" - ფოლკლორის ცენტრის პროექტი, თბილისში 4-დან 11 ივნისამდე გაიმართება 🎵

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს თბილისში ჩამოვიდნენ რაჭა - ლეჩხუმის რეგიონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და ლოტბარები.

რეპეტიციამდე, ფოლკლორის ცენტრის ხმის ჩამწერ სტუდიაში ონისა და ამბროლაურის სკოლების მოსწავლეთა მიერ შესრულებული საგალობლები ჩაიწერა, რომელიც პერიოდულად ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია სამი კონცერტი.
პირველი 6 ივნისს - რაჭა -ლეჩხუმის რეგიონის, 8 ივნისს - ჭუბერისა და მესტიის სალოტბარო სკოლების, 10 ივნისს კი ბეჩოს, ლატალის, ფარისა და ეცერის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

წარმოდგენილი იქნება მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები და ტრადიციული ქართული საგალობლები.

დასწრება თავისუფალია.

განსაკუთრებული მადლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების მერიებს მხარდაჭერისთვის.

5 ივნისს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეა და  საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია წარმოგიდგენთ, კალიგრაფ ნინო ხეცურ...
04/06/2026

5 ივნისს, 17:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეა და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია წარმოგიდგენთ, კალიგრაფ ნინო ხეცურიანის პერსონალურ გამოფენას 🖋️

გამოფენაზე - ,,კალმის მეტყველი მითოსი’’ წარმოდგენილია კალიგრაფიული ნამუშევრები შთაგონებული ქართული მითოლოგიური გმირებით და ლეგენდებით.

გამოფენა ეძღვნება გარემოს საერთაშორისო დღეს.

03/06/2026



02/06/2026

ვემზადებით ქართული ფოლკლორული მუსიკალური საღამოსთვის, შევხვდებით ხვალ 20:00 საათზე.
💫

ფოლკლორის ცენტრის სარედაქციო ჯგუფმა გამოსაცემად მოამზადა თურქეთის ექსპედიციის მასალები 📚2015 წლის სექტემბერში, ფოლკლორის...
02/06/2026

ფოლკლორის ცენტრის სარედაქციო ჯგუფმა გამოსაცემად მოამზადა თურქეთის ექსპედიციის მასალები 📚

2015 წლის სექტემბერში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთში - ბურსის ვილაიეთის ინეგოლში და მის მიმდებარე სოფლებში
განხორციელდა მნიშვნელოვანი ფოლკლორული ექსპედიცია, რომლის მიზანს ეთნიკური ქართველებით დასახლებული რეგიონების ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება და
დაფიქსირება წარმოადგენდა.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილი, გიორგი დონაძე და უჩა დვალიშვილი. მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შედეგად, შეიკრიბა უნიკალური მუსიკალურ - ქორეოგრაფიული ნიმუშები.

ექსპედიციის წევრებმა მიაკვლიეს და ჩაიწერეს არაერთი მივიწყებული სიმღერა, საკრავიერი მელოდია და საცეკვაო ნიმუში, რომელთა ნაწილი გაქრობის პირასაა.

ასევე შეკრებილ იქნა ზეპირსიტყვიერების, ტრადიციული
ყოფისა და ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველი უნიკალური მასალები. წიგნს თან დაერთვება ქორეოგრაფიული ნიმუშების ნახაზები და ვიდეო მეხსიერების ბარათი.

გამოცემა მიეძღვნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 90 წლის იუბილეს.

,,მართვე უდრის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენას" - განაცხადა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრ...
02/06/2026

,,მართვე უდრის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენას" - განაცხადა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

,,მადლობა იყო ბატონი ანზორის ყველაზე საყვარელი სიტყვა. ის იყო ყოველთვის მადლიერი ყველა ადამიანის, ვინც თუნდაც მცირედით გაუმართავდა ხელს ქართულ ხალხურ სიმღერას. Პირველი და მთავარი მადლობა დღეს მას ეკუთვნის.

ეს რეპერტუარი, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია.
მართვეს ლოტბარებთა გუნდი - გიორგი ხუნაშვილი, ლიკა ლიპარტელიანი, სერგო ურუშაძე, დათო კახიძე დიდი ხანი არაა, რაც ბატონ ვალერი ქუტიძის და ირაკლი ტყვაცირიას ხელმძღვანელობით, მუშაობენ ამ ახალ პროგრამაზე, დასაფასებელია მათი თავდაუზოგავი შრომა. Მართვე კიდევ და კიდევ წინ წავა. ეს არის პირველი ნაბიჯი - ანსამბლი შედგა იმ გზაზე, რასაც ქართული ფოლკლორის ფესვებთან დაბრუნება ჰქვია. გვიგულეთ თქვენს გვერდით. " - განაცხადა გიორგი დონაძემ.

Martve • მართვე

31/05/2026

გეპატიჟებით 6 ივნისს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში 🎵

სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელი, ანსამბლ ,,რიჰოს” მთავარი ქორეოგრაფი კანდი მერლანი 85 წლის გახდა!ფოლკლორის ცენტრის სა...
30/05/2026

სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელი, ანსამბლ ,,რიჰოს” მთავარი ქორეოგრაფი კანდი მერლანი 85 წლის გახდა!

ფოლკლორის ცენტრის სახელით ვულოცავთ და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

🎥 ვიდეო - კანდი მერლანის საიუბილეო კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, 2021 წელი.

კანდი მერლანი - ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი სა...

Address

დავით აღმაშენებლის გამზირი 68/David Agmashenebeli Avenue 68
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322192929

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre:

Share